მსოფლიოში ყველაზე მეტად იმპორტირებული პროდუქცია ავტომობილები და ნავთობია.
მოფლიოს 187 ქვეყნიდან თითქმის ნახევრისთვის უმსხვილესი საიმპორტო პროდუქცია ნავთობია. ნავთობის ექსპორტიორი ისეთი ქვეყნები კი როგორიც ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და საუდის არაბეთია ყველაზე ხშირად ავტომობილების იმპორტს ახორციელებენ.
ამასთან, მსოფლიოში სულ 12 ქვეყანაა, რომლისთვისაც უმსხვილესი საიმპორტო პროდუქცია საკვები პროდუქტებია, – ასე მაგალითად ალჟირში, რომლის ტერიტორიის 80% უდაბნოა უმსხვილესი საიმპორტო პროდუქცია ხორბალია, სომალში კი ბოსტნეული.
Economic Complexity-ის კვლევის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, რომლებშიც უმსხვილესი საიმპორტო პროდუქცია მედიკამენტებია. კვლევაში აღნიშნულია, რომ ორ აფრიკულ ქვეყნაში (დომენიკის რესპუბლიკა და ჩადი) და ასევე ორ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში – საქართველოსა და უზბეკეთში, – უმსხვილესი საიმპორტო პროდუქცია სწორედ მედიკამენტებია. თუმცა იანვარ-ოქტომბერში საქართველოში უმსხვილესი საიმპორტო ჯგუფი ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 555.6 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი. მესამე ადგილზე კი სამკურნალო საშუალებების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 278.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.4 პროცენტი). მედიკამენტების იმპორტი ყველაზე მაღალი გასულ წელს იყო: 2016 წელს სამკურნალო საშუალებების იმპორტმა მთლიანად 2892 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთელი იმპორტის 29% იყო. იმპორტირებული სამკურნალი საშუალებებიდან, გასულ წელს, ყველაზე დიდი რაოდენობით C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი განხორციელდა, რამაც 2619 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
მსოფლიოში მხოლოდ ერთი ქვეყანაა, რომლისთვისაც უმსხვილესი საიმპორტო პროდუქცია ოქროა და ეს ქვეყანა ფინანსური ცენტრით ცნობილი შვეიცარიაა.
ისრაელში კი ყველაზე ხშირად და დიდი რაოდენობით ბრილიანტებს ყიდულობენ.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა მსოფლიოში ერთადერთია, რომლისთვისაც ნომერ 1 საიმპორტო პროდუქცია იარაღიაა. ოქროთი და ურანით მდიდარ ქვეყანაში წლებია სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, რამაც ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყნად აქცია.
რაც შეეხება ექსპორტს: მსოფლიოში 53 ქვეყანაა, რომლისთვისა უმსხვილესი საექსპორტო პროდუქცია ნავთობია. ოქრო კი უმსხვილესი საექსპორტო პროდუქცია მსოფლიოს 16 ქვეყნისთვისაა.
მსოფლიოში 35 ქვეყანაა, რომლისთვისაც უმსხვილესი საექსპორტო პროდუქცია საკვები პროდუქტებია, მათი უმეტესობა კი პატარა ქვეყნებია. მაგალითად, მალდივების უმსხვილესი საექსპორტო პროდუქცია თევზის ფილეებია.