მსოფლიოში პირველმა პროგრამირებადმა ბანკმა საქართველოში ოპერირებისთვის ციფრული საბანკო ლიცენზია მოიპოვა. ლიცენზიის მიღების გარდა კი, Pave Bank-მა დაფინანსების რაუნდში, რომელსაც 468 Capita-ი Quona Capital-თან, FT Partners-თან, BR Capital-თან, w3.fund-სა და Daedalus-თან პარტნიორობით ხელმძღვანელობდა, პროგრამირებადი ფულის რევოლუციისთვის $5.2 მილიონის საწყისი ინვესტიცია მოიზიდა.
მარეგულირებელი მოგზაურობა Pave Bank-მა საქართველოში კომერციული ციფრული საბანკო ლიცენზიით დაიწყო და თავისი, მარეგულირებელი ინფრასტრუქტურის შექმნას გლობალურად გააგრძელებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ბანკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქართველოს სტრატეგიული მდებარეობაა – ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და აზიას შორის, მჭიდრო კავშირებით ევროკავშირთან. Pave Bank-ი აღნიშნავს, რომ საქართველო რეგიონში ფინანსური მომსახურების ცენტრად გადაქცევისკენ მიისწრაფვის, ძლიერი და გამჭვირვალე მარეგულირებელი არქიტექტურა კი ქვეყანას ბიზნესებისთვის მიმზიდველ ადგილად აქცევს.
Pave Bank-ი მსოფლიოში პირველი სრულად რეგულირებადი კომერციული ბანკია, რომელიც მომხმარებელს საუკეთესო საბანკო პროდუქტების გარდა, მრავალაქტივიან მფლობელობაზე (აერთიანებს აქტივების კლასებს, როგორიცაა ნაღდი ფული, აქციები ან ფიქსირებული შემოსავალი), ვირტუალურ IBAN-ზე, ანგარიშების დაცვასა და PaveNet-ზე წვდომასაც სთავაზობს. საუკეთესო საბანკო პროდუქტებში კი, მრავალვალუტიანი ოპერაციული ანგარიშები, გლობალური საგადასახადო კავშირი და ხაზინის მართვის გადაწყვეტილებები შედის.
„ჩვენ გადავწყვიტეთ გადაგვეჭრა ის პრობლემები, რომლებიც დღევანდელ ფინანსურ სისტემას თან ახლავს – გამჭვირვალობის ნაკლებობით დაწყებული, შუამავლების საჭიროებით დასრულებული. ჩვენ Pave Bank-ის მომხმარებლებისთვის უზრუნველვყოფთ წვდომას ფინანსურ პროდუქტებსა და ციფრული აქტივების მხარდაჭერის მქონე პროდუქტებზე, რაც მათ რეგულირებულ და უსაფრთხო გარემოში ეფექტიან ბანკირებში დაეხმარება“, – აცხადებს Pave Bank-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სალიმ დანანი.
Pave Bank-ი სრულად სარეზერვო ბანკს წარმოადგენს, რაც ნიშნავს, რომ მის მფლობელობაში არსებული დეპოზიტები და კაპიტალი არ გასესხდება და არც ინვესტიციად ჩაიდება. ფინანსურ სერვისებში პროგრამირებადობის მატებასთან ერთად, Pave Bank-ი ბიზნესებს სტეიბლკოინში, ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტასა (CBDCs) და ტოკენიზებულ Real World Assets-ში (RWAs) ტრანზაქციისთვის უსაფრთხო და რეგულირებულ პლატფორმას სთავაზობს. დანანის შეფასებით, ფინანსური სისტემის მომავალს სწორედ პროგრამირებადი ფული და Real World Assets-ის ტოკენიზაცია ქმნის, ამ ნარატივის განვითარების პოტენციალს კი ისინი მთელ მსოფლიოში, მათ შორის ევროკავშირის მასშტაბითა და საქართველოში ხედავენ.