30 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ პარლამენტში 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი შეიტანა, რომლესაც თან ახლავს მიმდინარე და მომავალი წლების ეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზები. ირკვევა, რომ 2016 წელს მთავრობა საქართველოს ეკონომიკის 2.7%-იან ზრდას მოელის. აქამდე ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3% იყო. 2017 წელს მთავრობა 4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. 2018 წელს 5.5%-ს, ხოლო 2019-2020 წლებში 6%-ს.
ინფლაცია 2017 წელს 4% იქნება, რომელიც შემდეგ წლებში 3%-მდე შემცირდება.
2017-2020 წლებში ლარის კურსი დოლარის მიმართ 2.50-ის დონეზეა გათვალისწინებული.
2017 წელს ერთ სულ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 3851 დოლარამდე გაიზრდება.
ცხრილი: საქართველოს ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები