Nasa-მ ასტეროიდი დააფიქსირა, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის ღირებულებას 70 000-ჯერ აღემატება. ამის შესახებ CNN წერს. გამოცემის ცნობით, მარსსა და იუპიტერს შორის მდებარე მასაჩუსეტსის ზომის იშვიათი სახეობის ასტეროიდი $10 000 კვადრილიონად არის შეფასებული.
როგორც ცნობილია, ასტეროიდი სახელად “საიქი” (Psyche) ჯერ კიდევ 1852 წელს აღმოაჩინეს, ახლა კი დედამიწიდან უფრო ახლოს გახდა მისი დანახვის შესაძლებლობა.
სამეცნიერო ჟურნალში The Planetary გამოქვეყნებული ახალი კვლევა მიუთითებს იმაზე, რომ უიშვიათესი ასტეროიდის შემადგენლობას უდიდესი ასტრონომიული ღირებულება გააჩნია. კვლევის მიხედვით, ასტეროიდის დიამეტრი 225.3 კილომეტრია, და ის 70 000-ჯერ უფრო ღირებულია, ვიდრე გლობალური ეკონომიკა, ვინაიდან კვლევის მიხედვით, ასტეროიდი, სავარაუდოდ, მთლიანად რკინისა და ნიკელისგან შედგება. მისი ღირებულება 2019 წელს შეფასებული იყო $142 ტრილიონად.
“ჩვენ გვაქვს ნანახი ძირითადად მეტალისგან შემდგარი მეტეორიტები, თუმცა, ეს არის უნიკალური იმით, რომ შესაძლოა მთლიანად რკინისა და ნიკელისგან შედგებოდეს“, – აღნიშნავს მეცნიერი და ახალი კვლევის ავტორი ტრეისი ბეკერი.
ბეკერის თქმით, ასტეროიდი 370.1 მილიონი კილომეტრით არის დაშორებული დედამიწისგან.
როგორც CNN წერს, NASA აპირებს 2022 წლისთვის ასტეროიდზე გაგზავნოს უპილოტო ხომალდი, რომელიც მას შეისწავლის უფრო ახლოდან.