WTI-ის ნავთობის ფასი გაიზარდა და $47-ს მიაღწია ბარელზე. „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასი კი $50-მდეა გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ ნავთობის ფასმა ნიუ-იორკის ბირჟებზე 30%-ით მოიმატა ოქტომბრის ბოლოს შემდეგ, ეს კი ვაქცინის გამოჩენამ განაპირობა, რომლის დისტრიბუციასაც დღეს ელოდებიან ქვეყანაში. ზოგადად კი ნავთობის ფასების ზრდა „OPEC+“-ის გადაწყვეტილებასაც უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, იანვრიდან დღიური წარმოება გაიზრდება. ამასთან, როგორც oilprice-ი წერს, აზიაში ნავთობის მოხმარება იზრდება, მათ შორის ინდოეთში, ჩინეთში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში.
“ვაქცინის გამოჩენას პოზიტიური გავლენა ექნება ავტომობილების საწვავის მოთხოვნის ზრდასა და შემდეგ უკვე თვითმფრინავის საწვავზე მოთხოვნის ზრდაზე“, – განაცხადა Axi-ს ანალიტიკოსმა სტეფან ინესმა.
პარალელურად, ირანი ემზადება ნავთობის ექსპორტის ზრდისთვის, ვინაიდან ელოდებიან რომ ჯო ბაიდენის თეთრ სახლში ოფიციალურად შესვლის შემდეგ, ამერიკა თეირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეამსუბუქებს.