ნავთობისა და ენერგობირჟები კორონავირუსის გავლენას განიცდიან. მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების გამო, დარტყმას განიცდის ნავთობის ბაზრები, რომელიც არ არის კარგად მზად რესურსებზე მოთხოვნების მნიშვნელოვანი ზრდისთვის.
კორონავირუსის ეპიდემია 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე მასშტაბური შოკია ნავთობზე მოთხოვნის ზრდის კუთხით.
CNN-ის ცნობით, ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი 2.3%-ით დაეცა და $48.73 შეადგინა ბარელზე. ეს ყველაზე დაბალი ფასია 2019 წლის იანვრის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გამო, Goldman Sachs-მა თავის მომხმარებლებს უთხრა, რომ ამცირებს 2020 წლის პროგნოზს ნავთობზე მოთხოვნის შესახებ დღეში 600 000 ბარელის ოდენობით.
“თუ კორონავირუსი კიდევ უფრო გავრცელდა გლობალურად, მაშინ ჩვენ ველოდებით ჩვენი მოლოდინების კიდევ უფრო დაწევას”, – განაცხადა Goldman Sachs-ის ანალიტიკოსმა ბრაიან სინგერმა ანგარიშში.