Nestlé-მ განაცხადა, რომ რუსეთში მოგების სახელმწიფო გადასახადებს არ გადაიხდის

Nestlé-მ განაცხადა, რომ რუსეთში მოგების სახელმწიფო გადასახადებს არ გადაიხდის

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დასავლური კომპანიების მიერ დაწყებულ პროტესტს შვეიცარიული Nestlé-ც შეუერთდა, რომელმაც განაცხადა, რომ ამიერიდან რუსულ ბაზარზე მოგებას არ მიიღებს და შესაბამისად, არც მოგების სახელმწიფო გადასახადს არ გადაიხდის. თუკი კომპანია მოგებას მაინც დააფიქსირებს, Nestlé მას ჰუმანიტარული დახმარებით დაკავებულ ორგანიზაციებს გადასცემს.

თუმცა, ეს ყველაფერი როდია: უკრაინაში დაწყებული ომის საპასუხოდ Nestlé რუსეთში მის საკუთრებაში არსებული ბევრი ბრენდის ფუნქციონირებას წყვეტს და მხოლოდ საბაზო საკვებ პროდუქტებს, ბავშვთა კვების პროდუქტებსა და სპეციალურ სამედიცინო საკვებ პროდუქტებს გაყიდის.

„ამ გადაწყვეტილებით, Nestlé-მ იმაზე უფრო დიდი ნაბიჯი გადადგა, ვიდრე საკვებისა და სასმლის ნებისმიერმა სხვა მწარმოებელმა… Nestlé ომს არ აფინანსებს“, – ვკითხულობთ კომპანიის პრეს-რელიზში. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შვეიცარულმა კომპანიამ 2600 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გამოყო, როგორც უკრაინაში, ასევე მეზობელ ქვეყნებში მყოფი უკრაინელებისთვის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *