Netflix-ი ბაზარს სრულიად უფასო პაკეტს შესთავაზებს

Netflix-ი ბაზარს სრულიად უფასო პაკეტს შესთავაზებს

Netflix-ი მომხმარებლებს სრულიად უფასო პაკეტს შესთავაზებს, რომელიც შეზღუდული კონტენტით მხოლოდ ანდროიდის მობილურებზე იქნება ხელმისაწვდომი. Netflix-ის უფასო გეგმა თავდაპირველად მხოლოდ კენიაში დაინერგება.

სტრიმინგ-კომპანია იმედოვნებს, რომ 100%-ით უფასო სერვისის შეთავაზებით, რომელიც კენიაში ფასიანი პაკეტის კონტენტის მეოთხედს გულისხმობს, უფრო მეტი ადამიანი გამოცდის Netflix-ის სერვისს და კომპანიას მეტი გამომწერი შეემატება.

Netflix-ის პროდუქტის ინოვაციების დირექტორის, კეტი კონკის განცხადებით, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არასდროს არ გამოუყენებიათ Netflix-ის სტრიმინგ-სერვისი, კომპანიის გეგმა შესანიშნავი გზაა ამ გამოცდილების გასაზიარებლად. ასეთი ადამიანები კი კენიაში საკმაოდ ბევრნი არიან. კონკი ბლოგში ასევე წერს, რომ თუ ადამიანებს მოეწონებათ Netflix-ის სერვისი, მაშინ მეოთხედი კონტენტის დატესტვის შემდგომ უფრო მეტი პირი დაინტერესდება პლატფორმის სრული მოცულობით და ფასიან გეგმაზე გადასვლასაც გადაწყვეტს.

კენიაში მოსახლეობას უფასო პაკეტის გამოყენება მხოლოდ ანდროიდის მობილურებით შეეძლება. გარდა ამისა, არასრული კონტენტის მომხმარებლების ანგარიშებს ტელევიზორზე წვდომა არ ექნება. უფასო პაკეტით სარგებლობისთვის გამომწერებს სერვისში დარეგისტრირებამდე საბანკო ინფორმაციის დამატება არ დასჭირდებათ. მომხმარებელმა მხოლოდ ელ. ფოსტის მისამართი უნდა მიუთითოს და დაადასტუროს, რომ 18 წელს ზემოთაა.

Netflix-ი უფასო პაკეტის პროექტს პირველად კენიაში დატესტავს. ეს არის კომპანიის ერთგვარი მიზანი, გამოსცადოს ამ მიდგომის ეფექტიანობა და შეაგროვოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად მოიზიდავს მსგავსი გეგმა სტრიმინგის ფასიანი პაკეტებისთვის უფრო მეტ მომხმარებელს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.