2020 წელს საქართველოში 1.7 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა

2020 წელს საქართველოში 1.7 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, 81%-ით შემცირდა. 2019 წელს 9.4 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო 2020 წელს კი 1.7 მილიონი. 1.7 მილიონი ვიზიტორიდან 1.3 მლნ იანვარ-მარტში შემოვიდა, როდესაც პანდემიის გამო ქვეყანა ჯერ კიდევ არ იყო სრულად ჩაკეტილი. აპრილიდან სექტემბრამდე ძირითადად სატვირთო გადაზიდვებში ჩართული პირების ვიზიტები ფიქსირდებოდა. საბოლოოდ, 2020 წელს საქართველოში 1 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, 700 ათასამდე ერთდღიანი ვიზიტები და ტრანზიტი იყო.

ყველაზე მეტი (335,949) ვიზიტორი თურქეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზე აზერბაიჯანია 295,175  ვიზიტორით, ხოლო მესამეზე სომხეთია 261,295 ვიზიტორით.

2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, ტურისტთა რაოდენობა (ანუ ის პირები, ვინც საქართველოში 24 საათზე მეტ ხანს გაჩერდა) 79%-ით შემცირდა.

ცხრილი: 10 ქვეყანა, საიდანაც 2020 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა

               

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *