ელექტრონული გადახდების გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე

ელექტრონული გადახდების გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე

ვიზა ინტერნეშენალმა “მუდი ანალიტიკსის” 2016 წლის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. რეპორტში გაანალიზებულია ელექტრონული გადახდების გავლენა ეკონომიკის ზრდაზე 70 ქვეყანაში 4-წლიან პერიოდზე (2011-2015). კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ელექტრონული გადახდების პროდუქტების (საკრედიტო, სადებიტო და წინასწარი გადახდის ბარათების) მზარდი გამოყენების შედეგად, მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა 296 მილიარდი დოლარით, ხოლო სამომხმარებლო პროდუქტების მოხმარების დონე წელიწადში საშუალოდ  – 0.18%-ით.

ამასთან, “მუდის” ანალიტიკური ცენტრის ეკონომისტების შეფასებით, ელექტრონული გადახდების ზრდის შედეგად, საშუალოდ წლიურად 2.6 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა საანალიზო 5 წლის განმავლობაში. კვლევაში მონაწილე 70 ქვეყანა გლობალური ჯდპ-ის თითქმის 95% შეადგენს.

“ელექტრონული გადახდები მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ბაზრისთვის,“ განაცხადა მარკ ზანდიმ, „მუდი ანალიტიკსის“ უფროსმა ეკონომისტმა. “იმ ქვეყნებში, სადაც ელ. ბარათების მზარდი მოხმარების დონე დაფიქსირდა, ასევე გაიზარდა ეკონომიკური ზრდის ინდექსიც”.

კვლევის შედეგები გამოქვეყნდა რეპორტში “ელექტრონული გადახდების გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე.” დოკუმენტის მიხედვით, გადახდების ელექტრონიფიკაციამ სარგებელი მოუტანა მთავრობებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უფრო სტაბილური და გამჭვირვალე ბიზნეს გარემოს შექმნაში.  ამავდროულად, ელექტრონული გადახდების სისტემამ მინიმუმამდე დაიყვანა ჩრდილოვანი ეკონომიკა. შედეგად, ელექტრონულმა გადახდებმა შექმნა მაღალი საგადასახადო შემოსავლების საფუძველი მთავრობებისთვის., მან ასევე დამატებითი სარგებელი შექმნა მცირებიუჯეტიანი ნაღდი ანგარიშსწორების ხარჯებისთვის, უზრუნველყო გარანტია სავაჭრო სუბიექტებისთვის და მაღალი ფინანსური ჩართულობა მომხმარებლებისთვის.

“კვლევის შედეგები ცხადყოფს ყველა იმ სარგებელს, რაც ელექტრონულ გადახდებს მოაქვს ადგილობრივი ეკონომიკებისთვის მსოფლიოში,“ განაცხადა ჩარლი შარფმა, „ვიზა ინტერნეშენალის“ მთავარმა აღმარულებელმა ოფიცერმა. “ეს კვლევა ასევე ცხადყოფს, რომ სწორ საჯარო პოლიტიკას შეუძლია შექმნას ღია, კონკურენტუნარიანი საგადახდო გარემო, რაც ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნას დადებითად წაადგება. კომპანია „ვიზა“ მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების, ფინანსური ინსტიტუტების, სავაჭრო სუბიექტებისა და  ტექნოლოგიური კომპანიების პარტნიორია, რომლებთან ერთადაც ჩვენ ვქმნით ინოვაციურ პროდუქტებს”. 

გლობალური კვლევის შედეგები:

  • ზრდის შესაძლებლობები:

ელ. ბარათების მიმოქცევა:2011-2015წწ. ელ. ბარათების მოხმარება საშუალოდ 2.3%-ით გაიზარდა. ამ ინდექსის 0.01% განპირობებულია ბარათების შეღწევადობის გაზრდილი მაჩვენებლით. ანუ, ბარათების მოხმარების წილი საერთო მოხმარების ზრდაში დაახლოებით 0.4%-ია. რადგან მოხმარების ზრდის ინდექსი საშუალოდ განვითარებად ეკონომიკებში უფრო სწრაფია, ამ ქვეყნებს მეტი მოგების შესაძლებლობა აქვთ ელ. ბარათების გამოყენების გაზრდით.   

ელ. ბარათების გამოყენება: ქვეყნების, რომლებიც ყველაზე მეტად მოიხმარენ ელ.ბარათებს, ყველაზე მეტი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვთ. მაგ: მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა უნგრეთში (0.25%), არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში (0.23%), ჩილეში (0.23%), ირლანდიაში (0.2%), პოლონეთსა (0.19%) და ავსტრალიაში (0.19%). კვლევაში მონაწილე ქვეყნების უმრავლესობაში ელ. ბარათების გამოყენება გაიზარდა ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად. რუსეთში მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა 0.33%-მდე, უკრაინაში – 0, 07%, აზერბაიჯაბსა და ყაზახეთში შესაბამისად 0, 03% და 0,02%.

  • დასაქმების ხელშეწყობა:

ელექტრონული გადახდების ზრდის შედეგად, კვლევაში შემავალი 70 ქვეყნის მასშტაბით, საშუალოდ წლიურად 2.6 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა საანალიზო 5 წლის პერიოდში. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ჩინეთსა (427,000 ახალი სამუშაო ადგილი) და ინდოეთში (336,000 ახალი სამუშაო ადგილი). დსთ-ს ქვეყნებში დაფიქსირდა შემდეგი მონაცემები: 235 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა რუსეთში, დაახლოებით 13 520 – უკრაინაში. ყაზახეთში – 2080,  აზერბაიჯანში – 1130. 

  • განვითარებადი ბაზრები და განვითარეული ქვეყნები:

განვითარებადმა ბაზრებმა და განვითარებულმა სახელმწიფოებმა ელ. ბარათების მზარდი გამოყენების შედეგად მიიღეს სამომხმარელო პროდუქტებზე გაზრდილი მოხმარების დონე. ბარათების გაზრდილმა მოხმარებამ  განვითარებად ბაზრებზე პროდუქტების მოხმარების მაჩვენებელი  0.2%-ით გაზარდა, 2011-2015 წლის მონაცემების განვითარებული ქვეყნების მონაცემთან – 0.14%-თან შედარებით. მშპ-ს შესაბამისი მაჩვენებლებია 0.11% განვითარებად ბაზრებზე,  ხოლო 0.08% – განვითარებულ ქვეყნებში.  კვლევა აჩვენებს, რომ ნებისმიერ ბაზარს, მიუხედავად ელ. ბარათების შეღწევადობის დონისა, შეუძლია იხეიროს მოხმარების დონის ზრდით ელ. ბარათების გაზრდილი გამოყენების მეშვეობით. 

  • პოტენციური სამომავლო განვითარება: 

გამოკვლეული 70 ქვეყნის მაგალითზე ცხადი გახდა, რომ ელექტრონული გადახდების ყოველი 1%-იანი ზრდის მაჩვენებელი საშუალოდ წარმოშობს 104 მილიარდი დოლარის წლიურ ზრდას სამომხმარებლო პროდუქტებზე. თუ ვივარაუდებთ, რომ რაიმე შესაძლო ფაქტორი არ შეიცვალა,  ელ. ბარათების გამოყენების შედეგად მივიღებთ მშპ-ს საშუალო წლიურ 0.04%-იან ზრდას.

კვლევა აჩვენებს, რომ მხოლოდ ელეტრონული გადახდების ზრდა არ განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. საჭიროა აგრეთვე კარგად განვითარებული ფინანსური ინსტიტუტების ხელშეწყობა და ჯანსაღი ეკონომიკა, რათა ეფექტური შედეგი მივიღოთ. რეპორტი მაკრო დონეზე გასცემს რეკომენდაციას, რომ წახალისდეს გადახდების ელექტრონიზაცია, ქვეყნებმა ხელი შეუწყონ ისეთი პოლიტიკების დანერგვას, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს უსარგებლო რეგულაციებს, შექმნის ძლიერ ფინანსურ ინფრასტრუქტურას და გაზრდის პროდუქტების მოხმარების დონეს.

“მომხმარებლები ელ. ბარათებს სულ უფრო მეტად და მეტად იყენებენ.  2011-2015წწ. დაფიქსირდა ვიზა ბარათების მოხმარების სტაბილური ზრდა დსთ-სა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე. როგორც „მუდი“ კვლევის შედეგებიდან ჩანს, ელ. გადახდების სისტემაზე გაზრდილმა მიგრაციამ უკრაინაში მშპ თითქმის US$460 მილიონი ლარით გაზარდა, აზერბაიჯანში – US$70 მილიონით, ხოლო  ყაზახეთში – US$210 მილიონით, განაცხადა დიმიტრი კრეპაკმა, „ვიზას“ რეგიონალურმა მენეჯერმა უკრაინაში, საქართველოსა და სომხეთში. ეს არის ინდუსტრიის მთავარ სტეიკჰოლდერებს (ბანკები, მარეგულირებელი ორგანოები, სავაჭრო სუბიექტები და სხვა მოთამაშეები) შორის მჭიდრო პარტნიორობის შედეგი. ჩვენ გვსურს, კვლავაც ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა მივაღწიოთ საერთო მიზანს – დავაჩქაროთ მიგრაცია ელექტრონული გადახდების სისტემაზე ადგილობრივი ეკონომიკების განვითარების ხელშეწყობისთვის”.

კვლევა და დამატებითი მასალები იხილეთ ბმულზე.

ინფორმაცია კომპანია Visa-ს შესახებ:

Visa Inc. (NYSE: V) წარმოადგენს ტექნოლოგიურ კომპანიას გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში, რომელიც აკავშირებს ბარათის მფლობელებს, სავაჭრო და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, ფინანსურ და სახელმწიფო ინსტიტუტებს სწრაფ, უსაფრთხო და სანდო ელექტრონული გადახდის სისტემასთან 200-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანია Visa ინფორმაციის დამუშავებისათვის იყენებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ქსელს – VisaNet-ს – რომელსაც შეუძლია 65,000-ზე მეტი ტრანზაქციის დამუშავება 1 წამში; ამავდროულად, აღნიშნული ქსელის მეშვეობით უზრუნველყოფილია მომხმარებლების უსაფრთხოება და გარანტირებულია სავაჭრო ობიექტებისათვის და სერვისის პროვაიდერებისათვის შეუფერხებელი გადახდების წარმოება. კომპანია Visa არ არის ბანკი, შესაბამისად, ის არ გასცემს ბარათებს, არ უწესებს საკომისიოს ან საპროცენტო განაკვეთს მომხმარებლებს და ასევე, არ გასცემს სესხებს ბარათების მფლობელებზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კომპანია Visa-ს  მიერ შემოთავაზებული ინოვაციური პროდუქტები საშუალებას აძლევენ სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებს, რათა მათ საკუთარ მომხმარებლებს შესთავაზონ ფართო სპექტრის მომსახურება, სადებეტო, წინასწარი გადახდის თუ საკრედიტო საბარათე პროდუქტები.

www.corporate.visa.com, www.visa.com.ge, https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *