წლიურმა ინფლაციამ 5.5 პროცენტს მიაღწია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თებერვალში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასები 1.7%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 5.5% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 5.5%-ით გაძვირდა.

წინა თვესთან (იანვართან) შედარებით, იანვარში ყველაზე მეტად (5.1%-ით) ალკოჰოლირი სასმელები და თამბაქო გაძვირდა. ტრანსპორტი 3.5%-ით გაძვირდა. სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები 1.7%-ით გაიზარდა. 1%-ით გაიაფდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად (17.4%-ით) ტრანსპორტის ფასები გაიზარდა. ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო 16.3%-ით გაძვირდა. სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები 5.5%-ით, ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 4%-ით გაიზარდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 3.8%-ით გაიაფდა.

2010 წელთან შედარებით, დღეს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასები 24.6%-ით არის გაზრდილი.

წინა სტატია

ლარი 7 თეთრით გამყარდა
01 მარტი, 2017

შემდეგი სტატია

თებერვალში საქართველოში 16.4 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა
02 მარტი, 2017
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
არა მხოლოდ ბანკი, არამედ პარტნიორი
ინტერვიუ | ივნ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker