ტექნოლოგიური სფეროს ყველაზე მდიდარი ადამიანები

Forbes-ი ტექნოლოგიური სფეროს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიას მესამედ აქვეყნებს. წელს სფეროს 100 ყველაზე მდიდარი ადამიანის საერთო ქონებამ $1.08 ტრილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 21%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 

 ბოლო ერთ წელში, Facebook-ის დამფუძნებლოს ქონება $15.6 მილიარდით გაიზარდა, - სოციალური ქსელის აქციების ფასი 34%-ითაა გაზრდილი. Amazon-ის აქციების 25%-იანმა ზრდამ კი ჯეფ ბეზოსს ერთ წელში $15.5 მილიარდი მოუტანა.  

ტექნოლოგიური სფეროს 100 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის ამერიკელები და ჩინელები დომინირებენ. პირველი ათეულიდან 8 მილიარდერი ამერიკელია. სიაში 33 მილიარდერი აზიელია.  

გასულ წელთან შედარებით ქონება მხოლოდ 11 მილიარდერს შეუმცირდა.  

ტექნოლოგიური სფეროს მილიარდერების სიის სათავეში ბილ გეითსია, - მისი ქონება რეიტინგში $84,5 მილიარდადაა შეფასებული. (ამ დროისთვის გეითის ქონება 85.2 მილიარდს შეადგენს).  

სიაში მეორე ადგილს Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი იკავებს, რომელმაც წელს, მცირე ხნით, გეითსისთვის პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტულის ჩამორთმევაც შეძლო. რეიტინგში ბეზოსის ქონება $81,7 მილიარდაა შეფასებული (ამ დროისთვის ბეზოსის ქონება $83.3 მილიარდს შეადგენს). 

$69,6 მილიარდით სიის მესამე ადგილზეა მარკ ცუკერბერგი. რეიტინგში მეოთხე ადგილზეა Oracle-ს დამფუძნებელი ლარი ელისონი, მას ლარი პეიჯი მოსდევს $43,9 მილიარდით. სერგეი ბრინის ქონება რეიტინგში $42,7 მილიარდადაა შეფასებული და ის ტექნოლოგიური სფეროს ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის მეექვსე ადგილს იკავებს.  

სიაში მეშვიდე ადგილს იკავებს ჯეკ მა, რომლის ქონებაც რეიტინგში $37.4 მილიარდადაა შეფასებული. მერვე ადგილს იკავებს მა ჰუატენი, ჩინური Tencent-ის თანადამფუძნებლი მიმდინარე წელს აზიის ყველაზე მდიდარი ადამიანიც გახდა, მისი ქონება რეიტინგში $36.7 მილიარდადაა შეფასებული. 

რეიტინგის მეცხრე ადგილზეა სტივ ბალმერი, Microsoft-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის ქონება $32.9 მილიარდს შეადგენს. რეიტინგს ასრულებს მაიკლ დელი, Dell-ის აღმასრულებელი დირექტორის ქონება რეიტინგში $22.4 მილიარდადაა შეფასებული. 

ტექნოლოგიები რეიტინგი მილიარდერები ბილ გეითსი ჯეფ ბეზოსი მარკ ცუკერბერგი

წინა სტატია

ქართული ავიაბაზრის ყველაზე მსხვილი მოთამაშეები
04 სექტემბერი, 2017

შემდეგი სტატია

წლიური ინფლაცია 5.7 პროცენტია
04 სექტემბერი, 2017
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker