წლიური ინფლაცია 5.7 პროცენტია

წლიური ინფლაცია 5.7 პროცენტია

ქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აგვისტოში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.2%-ით შემცირდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 5.7% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 5.7%-ით გაძვირდა.

აგვისტოში ფასების შემცირება ძირითადად ტრანსპორტის (-0.7%-ით), ტანსაცმლის და ფეხსაცმლის (-0.6%-ით) და საოჯახო ნივთების გაიაფებამ (-0.4%-ით) განაპირობა.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს (17.5%-ით) ფასი გაიზარდა. ტრანსპორტის ფასები 11.6%-ით გაძვირდა. სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები 6.2%-ით, ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 7.8%-ით გაიზარდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 2.2%-ით გაიაფდა.

გრაფიკი: წლიური ინფლაცია