რომელი პროდუქტები გაძვირდა ყველაზე მეტად ნოემბერში?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასები 1.1%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტად - 63.8%-ით პომიდორი გაძვირდა, 49.5%-ით გაძვირდა ბადრიჯანი, 41.9%-ით კიტრი.

თვითმფრინავის ბილეთები 41.8%-ით გაძვირდა, რაც მნიშვნელოვნად დოლარის და ევროს მიმართ ლარის გაუფასურებამ განაპირობა. 10-11%-ით გაძვირდა მეორედი მოხმარების და ახალი ავტომობილები.

ნოემბერში ყველაზე მეტად გაიაფდა მანდარინი - 51%-ით. 36%-ით კივი გაიაფდა, ხოლო 32%-ით მწვანილი. დაახლოებით 30%-ით გაიაფდა ფორთოხალი და ლიმონი.

ცხრილი: 20 პროდუტი, რომელიც ნოემბერში ყველაზე მეტად გაძვირდა.

პროდუქციის ჩამონათვალი

ფასის ზრდა

პომიდორი

63.8%

ბადრიჯანი

49.5%

კიტრი

41.9%

თვითმფრინავით მგზავრობა

41.8%

ყურძენი

30.5%

მსხალი

16.2%

ახალი მსუბუქი ავტომობილი

10.9%

მწვანე ლობიო

10.4%

მეორადი მოხმარების მსუბუქი ავტომობილი

9.4%

ბრინჯი

8.6%

ბიჭის ნახევარჩექმა

7.5%

მამაკაცის მაისური

6.6%

საზამთრო

6.4%

ლურსმანი

6.4%

ვიტამინები

6.3%

რძე

4.8%

სიმინდის ფქვილი

4.6%

კალამი

4.5%

მამაკაცის წინდები

4.4%

ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი

4.2%

წინა სტატია

Forbes Woman Georgia. 2017 წლის დეკემბრის ნომერი
04 დეკემბერი, 2017

შემდეგი სტატია

iQOS თამბაქოს ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვან ინოვაციად დასახელდა
04 დეკემბერი, 2017
როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს მილიარდებს ელონ მასკი?
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 28, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker