საქართველოს ბანკმა უნივერსიტეტებში საჯარო ლექციების სერია დაიწყო

მთელი საქართველოს ბანკის ორგანიზებით, Fintech ტექლოგოგიების განვითარების მიზნით, თბილისის უნივესიტეტებში საჯარო ლექციების სერია დაიწყო. ლექციები ელექტრონული საბანკო მომსახურების სფეროში არსებული მსოფლიო ტრენდებისა და ამ სფეროში ინოვაციების დანერგვის თემატიკას მოიცავს. შეხვედრების სერიის დაწყების მიზანს წარმოადგენს ფინანსური ტექნოლოგიების სფეროს შესახებ ცნობადობის გაზრდა, სტუდენტებისათვის ამ მიმართულებით არსებული ახალი შესაძლებლობების გაცნობა. საქართველოს ბანკის ორგანიზებით პირველი შეხვედრა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართა. სტუდენტებს შეხვედრაზე ელექტრონული საბანკო ინოვაციების სპეციალისტებმა გააცნეს, თუ რა ტიპის გამოწვევების წინაშე დგანან მსოფლიოს წამყვანი ბანკები დიჯიტალიზაციის კუთხით, როგორ ნერგავენ ისინი ინოვაციებს და ბანკთან თანამშრომლობის რა გზები და შესაძლებლობები არსებობს ფინტექ სტარტაპებისათვის. 

ინფორმაციისთვის: საქართველოს ბანკი განაგრძობს რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარებას. საქართველოს ბანკი პირველია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის განვითარების ფარგლებში, ფინტექ სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით, შექმნა ახალი სტრატეგიული მიმართულება და პლატფორმა, სადაც ხელმისაწვდომია API სენდბოქსი, მზა პროგრამული გარემო ბანკის სერვისებთან ინტეგრირებული პროტოტიპების მარტივად შესაქმნელად. BOG Fintech პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკმა შექმნა სპეცილური პლატფორმა www.fintech.ge და ასევე,  ე.წ. API Sandbox - მზა პროგრამული გარემო ბანკის სერვისებთან ინტეგრირებული პროტოტიპების მარტივად შესაქმნელად. დღეისათვის უკვე ხელმისაწვდომია 9 საბანკო სერვისის შესაბამისი API. 

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Fuckup Nights Tbilisi გაიმართა

გაქცეული მილიარდერი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Fuckup Nights Tbilisi გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Fuckup Nights Tbilisi გაიმართა

წინა სტატია

მარად ახალგაზრდა
31 ოქტომბერი, 2018

შემდეგი სტატია

The Investor
31 ოქტომბერი, 2018
თამარ კერძაია: წარმატება ღირებულებების გააზრებით იწყება
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მონაცემთა ანალიტიკა
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
ღვინის გზა
ინტერვიუ | იან, 21, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker