ნიკა ქურდიანი თიბისის აღმასრულებელ მენეჯმენტს ტოვებს

ნიკა ქურდიანი თიბისის აღმასრულებელ მენეჯმენტს ტოვებს

თიბისი ბანკის აღმასრულებელ მენეჯმენტში ცვლილებაა. TBC Bank Group-ის ინფორმაციით, 1-ელი მაისიდან ნიკა ქურდიანი თიბისის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობას დატოვებს, რომელიც პასუხისმგებელია ბრენდის სერვისის ხარისხზე, მარკეტინგსა და საერთაშორისო ბიზნესზე და დაიკავებს მოირგებს ახალ წამყვან როლს თიბისი ჯგუფში, სადაც მისი ძირითადი ფუნქცია საერთაშორისო გაფართოებაზე ზრუნვა იქნება. ის ასევე დარჩება TBC PLC-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ბრენდის სერვისის ხარისხსა და მარკეტინგის ზედამხედველობაზე პასუხისმგებლობას, თიბისი ბანკის აღმასრულებელი დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე აიღებს თავზე.

ნიკოლოზ ქურდიანი თიბისის გუნდს 2014 წელს შეუერთდა, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე მარკეტინგისა და მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურების განხრით. 2018 წლიდან, ხელმძღვანელობს TBC-ის ციფრულ საბანკო პლატფორმას Space-ს. ასევე, თავმჯდომარეობს TBC Uzbekistan-ისა და PayMe-ის სამეთვალყურეო საბჭოს უზბეკეთში. 2021 წლიდან ხელმძღვანელობს ბრენდის გამოცდილებას, მარკეტინგსა და გადახდებს, ასევე ჯგუფის საერთაშორისო ბიზნესს.