Nissan-ი და Honda ელექტრომობილების საწარმოებლად ითანამშრომლებენ

Nissan-ი და Honda ელექტრომობილების საწარმოებლად ითანამშრომლებენ

იაპონური ავტომწარმოებლები Nissan Motor-ი და Honda Motor-ი კომერციულ თანამშრომლობას გეგმავენ. ისინი ელექტრომობილების წარმოების ფასის შესამცირებლად ავტონაწილების ერთობლივად დამზადებას განიხილავენ.

ორ ადგილობრივ ავტომწარმოებელს შორის პოტენციური თანამშრომლობა იაპონურ ბაზარზე დომინაციის გასამტკიცებლად კომპანიებს დიდ სამსახურს გაუწევს. Honda და Nissan-ი ადგილობრივ ბაზარზე მძიმე კონკურენციას ისეთი კომპანიებისგან განიცდიან, როგორიცაა: ჩინური BYD-ი და ამერიკული Tesla.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Honda-სა და Nissan-ს შორის თანამშრომლობა შესაძლოა გლობალურ ბაზარზეც გავრცელდეს. ორივე კომპანია მომავალში საკუთარი წარმოების სრულად ელექტრიფიცირებას გეგმავს.

Honda-ს მიზანი 2040 წლისთვის ელექტრომობილების წარმოების მთლიან გაყიდვებში 100%-იანი ზრდის დაფიქსირებაა. Nissan-ი კი სხვადასხვა მწარმოებელთან უკვე თანამშრომლობს. კომპანია ევროკავშირის ბაზარზე ელექტრომობილების წარსადგენად ფრანგულ Renault-სთან პარტნიორობს. მომდევნო თაობის Nissan Micra იმავე საწარმოში აიწყობა, სადაც Renault Five და იმავე ტექნოლოგიებს დაეყრდნობა. გარდა ამისა, Nissan-ი Renault-ს ელექტრომობილების ახალ დანაყოფში, Ampere-ში, $652 მილიონის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს.