ნოემბერში რუსეთის სავალუტო რეზერვები 2 მილიარდი დოლარით შემცირდა

ნოემბერში რუსეთის სავალუტო რეზერვები 2 მილიარდი დოლარით შემცირდა

ნოემბერში რუსეთის ცენტრალური ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 2 მილიარდი დოლარით შემცირდა. 2013 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით რეზერვები ჯამში 34%-ით (160 მილიარდი დოლარით) შემცირდა. 30 ნოემბრის მდგომარეობით ვალუტის რეზერვებმა 306.7 მილიარდი დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის მაისიდან სექტემბრამდე რეზერვებს ზრდის ტენდენცია ჰქონდა და ჯამში 15 მილიარდი დოლარით გაიზარდა, მაგრამ ოქტომბრიდან ისევ იკლებს და ბოლო 2 თვეში 5 მილიარდი მოიკლო.

ვალუტის რეზერვების შემცირება ძირითადად განაპირობა რუსეთიდან უცხოური კაპიტალის გადინებამ. 2014 წელს რუსეთიდან 151 მილიარდის უცხოური კაპიტალი გავიდა, ხოლო 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში 50 მილიარდი დოლარი.

მიუხედავად უცხოური ვალუტის რეზერვების რადიკალურად შემცირებისა ბოლო 2 წელიწადში რუსული რუბლი დოლარის მიმართ 115%-ით გაუფასურდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *