საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის ნოემბერში საქართველოს საქონლის ექსპორტი 9.4%-ით (16 მილიონი დოლარით) შემცირდა, ხოლო იმპორტი – 20%-ით (145 მილიონი დოლარით). თუმცა, თუ მიმდინარე წლის ნოემბრის ექსპორტს 2013 წლის ნოემბერს შევადარებთ, კლება 40%-ია (126 მილიონი დოლარი).
2014 წლის ნოემბერში 203 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო 2015 წლის ნოემბერში 187 მილიონი დოლარის. თერთმეტი თვის ჯამში, იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 23%-ით (609 მილიონი დოლარი) შემცირდა, ხოლო იმპორტი 11%-ით (858 მლნ დოლარი).
2015 წლის იანვარ-ნოემბერში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4 854 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 250 მილიონი დოლარით ნაკლებია.
საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 24 დეკემბერს გამოქვეყნდება.