ნოემბერში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 25 პროცენტით გაიზარდა

ნოემბერში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 25 პროცენტით გაიზარდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2017 ნოემბერში წინა წლის ნოემბერთან შედარებით 25%-ით (24 მლნ დოლარით) გაიზარდა. ნოემბერში სულ 122 მლნ დოლარი გადმოირიცხა. საქართველოდან საზღვარგარეთ კი 20 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 2.8 მლნ დოლარით მეტია წინა წლის ნოემბრის მაჩვენებელზე.

იანვარ-ნოემბერში ფულადი გზავნილები 209 მლნ დოლარით (20%-ით) გაიზარდა და ჯამში 1 241 მლნ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, საქართველოდან საზღვარგარეთ 189 მლნ დოლარი გადაირიცხა.

საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად ისრაელიდან, საბერძნეთიდან, რუსეთიდან, იტალიიდან და თურქეთიდან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა.

ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი

ქვეყანა

ნოემბერი, 2016

ნოემბერი, 2017

ზრდა

ისრაელი

5.9

11.5

5.6

საბერძნეთი

8.5

12.5

4

რუსეთის ფედერაცია

35.4

39.1

3.7

იტალია

9.9

12.9

3

თურქეთი

8.1

9.5

1.4

წყარო: ეროვნული ბანკი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.