ნოემბერში საზღვარგარეთიდან გადმორიცხული თანხა 13 პროცენტით გაიზარდა

ნოემბერში საზღვარგარეთიდან გადმორიცხული თანხა 13 პროცენტით გაიზარდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხა 2019 წლის ნოემბერში, 2018 წლის ნოემბერთან შედარებით, 18 მლნ დოლარით, 13%-ით გაიზარდა. ნოემბერში სულ 151 მლნ დოლარი გადმოირიცხა. საქართველოდან საზღვარგარეთ 22 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 2.2 მლნ დოლარით მეტია 2018 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე.

ოქტომბერში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად იტალიიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ყირგიზეთიდან, საბერძნეთიდან და აშშ-დან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა.

11 თვის ჯამში, იანვარ-ნოემბერში, 1.6 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, რაც 2018 წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელზე 9%-ით (132 მლნ დოლარით) მეტია.

ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც ნოემბერში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი

ქვეყანა

ნოემბერი, 2019

ნოემბერი, 2018

ზრდა

იტალია

19.8

16.7

3.1

საბერძნეთი

15.8

14.6

1.2

აშშ

14.5

13.1

1.4

ისრაელი

13.7

13.0

0.7

ყირგიზეთი

4.6

1.7

2.9

გერმანია

4.6

3.6

1.0

უკრაინა

4.3

2.6

1.6

ესპანეთი

3.8

3.2

0.6

ყაზახეთი

3.1

1.3

1.8

სომხეთი

1.5

0.8

0.6

წყარო: ეროვნული ბანკი