რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, უკრაინამ $125 მილიონის მოცულობის (12 მაისის მონაცემებით) კრიპტოდონაციები მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული Forbes-ი ავრცელებს. შემოწირულობების 52% სამხედრო საჭიროებებს, ხოლო 48% ჰუმანიტარულ პროგრამებს ხმარდება. დონაციების უდიდესი ნაწილი ეთერში, ბიტკოინში, USDT-სა და BUSD-ში განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ 10 მარტის მონაცემებით, შემოწირულობების მოცულობა $85 მილიონს შეადგენდა – მაშინ, ამ თანხის 63% უკრაინის ჯარის საჭიროებებს, ხოლო 37% – ჰუმანიტარულ პროგრამებს მოხმარდა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო კრიპტოსავალუტო ფონდი უკრაინის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს შექმნა – მის ტექნიკურ მხარეზე უკრაინული კრიპტობირჟა, Kuna ზრუნავს, ხოლო თანხების გადანაწილებას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო და ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო კურირებენ.