OPEC და მისი მოკავშირეები იანვრიდან ნავთობის წარმოების გაზრდაზე შეთანხმდნენ

OPEC და მისი მოკავშირეები იანვრიდან ნავთობის წარმოების გაზრდაზე შეთანხმდნენ

OPEC და მისი მოკავშირეები რამდენიმედღიანი დაძაბული დისკუსიების შემდეგ შეთანხმდნენ, რომ იანვრიდან ნავთობის წარმოებას დღეში 500 000 ბარელით გაზრდიან. ეს კი იმას ნიშნავს, 2021 წლიდან დღეში ჯამში 7.2 მილიონი ბარელი ნავთობის წარმოება მოხდება. მოსალოდნელი იყო, რომ ე.წ შავი ოქროს წარმოების შემცირებას მინიმუმ მარტამდე გაახანგრძლივებდნენ, თუმცა, საბოლოოდ OPEC და მისი მოკავშირე ქვეყნების ნავთობის მინისტრებმა წარმოების გაზრდა გადაწყვიტეს.

“დღეში დამატებით 500 000 ბარელი ნავთობის წარმოება იანვრიდან არ არის კოშმარი სცენარი, რისიც ბაზარს უნდა ეშინოდეს, თუმცა, კვირების წინ ეს ნამდვილად არ იყო მოსალოდნელი. ბაზრები ახლა პოზიტიურად რეაგირებენ და ფიქსირდება ფასებიც მცირედი ზრდაც“, – განაცხადა Rystad Energy-ის ანალიტიკოსმა პაოლა როდრიგესმა.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ OPEC-ის არაწევრი და მოკავშირე ქვეყნები, როგორიცაა მაგალითად რუსეთი და ყაზახეთი, ორგანიზაციას მოუწოდებდნენ წარმოების ეტაპობრივი გაზრდისკენ.

ცნობისთვის, “OPEC+“-ის შეხვედრის შემდეგ “ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასი ¼%-ით გაიზარდა $48.92-მდე ბარელზე, WTI-ის ტიპის ნავთობი კი 0.8%-ით გაძვირდა $45.64-მდე ბარელზე.

შეგახსენებთ, აპრილში “OPEC+“-ის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ დღეში 9.7 მილიონი ბარელით შეამცირებდნენ ნავთობის წარმოებას, ვინაიდან ე.წ შავ ოქროზე მოთხოვნა პანდემიის გამო მკვეთრად დაეცა, დაეცა ფასიც. წარმოების შემცირება შედარებით შემსუბუქდა აგვისტოში და შემცირების მოცულობა დღეში 7.7 მილიონი ბარელამდე ჩამოვიდა.