ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი 9%-ით გაიზარდა

ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი 9%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბერში 2021 წლის ოქტომბერთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი – 9%-ით (38 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 20%-ით (187 მლნ დოლარით) გაიზარდა. 2022 წლის ოქტომბერში საქართველოს საქონლის ექსპორტმა – 449 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 1,123 მლნ დოლარი შეადგინა.

ოქტომბრის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -674 მლნ დოლარია, რაც 2021 წლის ოქტომბრის უარყოფით ბალანსზე 149 მლნ დოლარით მეტია.

10 თვის ჯამში, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი – 34%-ით, ხოლო იმპორტი 33%-ით გაიზარდა. 10 თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 6,092 მლნ დოლარია, გასული წლის 10 თვეში -4,567 მლნ დოლარი იყო. დეფიციტი 1,525 მლნ დოლარით გაიზარდა.

ოქტომბრის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 21 ნოემბერს გამოქვეყნდება.