საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის ოქტომბერში საქართველოში 498 477 ვიზიტორი შემოვიდა, საიდანაც 344 595 იყო ტურისტი (24 საათზე მეტ ხანს გაჩერდა საქართველოში).
2021 წლის ოქტომბერთან შედარებით, წელს ოქტომბერში 2-ჯერ (278 ათასი კაცით) მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო ტურისტების რაოდენობა 83%-ით არის გაზრდილი. თუმცა, 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით ვიზიტორების რიცხვი 36%-ით ნაკლებია. 2019 წლის ოქტომბერში 284 ათასი ვიზიტორით მეტი შემოვიდა, ვიდრე 2022 წლის ოქტომბერში. მათ შორის, ტურისტების რაოდენობა 94 ათასით მეტი იყო.
მიმდინარე წლის ოქტომბერში ყველზე მეტი ვიზიტორი – 109 ათასი რუსეთიდან შემოვიდა, რაც გასული წლის ოქტომბერზე 80 ათასით მეტია. თურქეთიდან 81 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, სომხეთიდან 73 ათასი, ისრაელიდან 24 ათასი და უკრაინიდან 15 ათასი.
ათი თვის ჯამში, იანვარ-ოქტომბერში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 138%-ით გაიზარდა, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 189%-ით. ათი თვეში საქართველოში 4.4 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა, საიდანაც ტურისტი 3 მილიონი იყო. ყველაზე მეტი – 889 ათასი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა. შემდეგ თურქეთი მოდის 624 ათასი ვიზიტორით.
10 ქვეყანა, საიდანაც ოქტომბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა
ქვეყანა | ოქტომბერი, 2022 |
რუსეთი | 109,158 |
თურქეთი | 81,033 |
სომხეთი | 72,877 |
ისრაელი | 23,761 |
უკრაინა | 15,133 |
აზერბაიჯანი | 13,719 |
ყაზახეთი | 9,461 |
ბელარუსი | 9,066 |
ირანი | 8,012 |
გერმანია | 5,679 |
წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია