პაშა ბანკი - პირველი ქართული ბანკი SIBOS -ზე

პაშა ბანკი - პირველი ქართული ბანკი SIBOS -ზე

თბილისი, 6 ოქტომბერი, 2014. პაშა ბანკმა, რომელიც წარმოადგენს სრული კორპორატიული საბანკო მომსახურების ბანკს, მონაწილეობა მიიღო SWIFT-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საბანკო ოპერაციების სემინარში – SIBOS (Swift International Banking Operations Seminar),რომელიც გაიმართაბოსტონში, აშშ. პაშა ბანკი უკვე მეხუთედ იღებს მონაწილეობას აღნიშნულ კონფერენციაში, უზიარებს სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებს საკუთარ გამოცდილებას და იღებს მონაწილეობას აღნიშნულ სფეროში აქტუალურ საკითხებზე დებატებში.

SIBOSარის ყოველწლიური საბანკო და საფინანსო სემინარი, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ორგანიზებას უწევს საერთაშორისო კომპანია SWIFT(Society for Worldwide Interbank Financial Telecommunication). თავდაპირველად ის დაიწყო როგორც SWIFT-ის საერთაშორისო საბანკო ოპერაციების სემინარი და დღესდღეობით წარმოადგენს პრემიუმ კლასის ბიზნეს ფორუმს გლობალური ფინანსური წრეებისთვის. SIBOS-ზე ეწყობა დებატები და მონაწილეებისთვის იხსნება ახალი თანამშრომლობის პერსპექტივები ანგარიშწორების, ფასიანი ქაღალდების ოპერაციების, ნაღდი ფულის მენეჯმენტისა და ვაჭრობის მიმართულებით.

ერთი კვირის განმავლობაში SIBOSწარმოადგენს 7000-მდე ფინანსური ინსტიტუტის, მულტინაციონალური კორპორაციების, ტექნოლოგიური პარტნიორების და საფინანსო ბაზრის სხვა მოთამაშეების გადაწყვეტილების მიმღებიპირებისა და ექსპერტების თავშეყრის ადგილს. SIBOS-ზე წარმოდგენილია 200-მდე საგამოფენო სტენდი; გარდა ამისა, ასობით გამომსვლელის მონაწილეობით ეწყობა მრავალი კონფერენცია და ღონისძიება. SIBOS არის ადგილი, სადაც ხდება ბიზნეს გარიგებების დადება და ფინანსური ინდუსტრიის მომავლის კოლექტიურად ჩამოყალიბება.

SIBOS მონაწილეებს სთავაზობს ფინანსური ინდუსტრიის აღიარებულ ლიდერებთან დებატების შესაძლებლობას საფინანსო სექტორის უახლესი მიმდინარეობებისა და მიმართულებების შესახებ. წელს SIBOS კონფერენცია ითვალისწინებდა  ინდუსტრიის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ დებატების, საფინანსო ტექნოლოგიებში ინოვაციური თემებზე პანელ-დისკუსიებისა და სპეციალური სესიების მოწყობას. 

 „წლევანდელმა კონფერენციამ საშუალება მისცა დელეგატებს წარმოედინათ სხვადასხვა მოსაზრება საერთაშორისო დონეზე საკანონმდებლო ინიციატივებისა და  მზარდი გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესების პირველი ნიშნების შესახებ. ჩვენ გვეამაყება, რომ პაშა ბანკი ერთადერთი ბანკია საქართველოდან, რომელიც წარმოდგენილია ამ კონფერენციაზე საკუთარი სტენდით და შესაძლებლობა გვაქვს აქ მიღებული გამოცდილება გავუზიაროთ ჩვენს კლიენტებს,“ თქვა შაჰინ მამადოვმა, პაშა ბანკი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა.

 „პაშა ბანკი არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც დაკავშირებულია თავის კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობებით. ჩვენი დამოკიდებულება გავაერთიანოთ ინოვაციური პროდუქტები და არხები საერთაშორისო საფინანსო გადაწყვეტილებებთან საშუალებას აძლევს ჩვენს კლიენტებს ბიზნესი აწარმოონ როგორც ადგილობრივად, ასევე საერთაშორისო დონეზე. კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაში ხელს გვიწყობს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა წამყვან საერთაშორისო ბანკებთან და მხარდაჭერა ძლიერი საფინანსო ინსტიტუტებისგან მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც შესაძლოააწარმოებდნენ ბიზნესს ჩვენი კლიენტები,“ თქვა მამმადოვმა.