PepsiCo, Inc. უერთდება იმ კომპანიებს, რომლებიც Facebook-ის მარკეტინგული რეგულაციებით უკმაყოფილო არიან. Ben and Jerry’s-ისა და Patagonia-სგან განსხვავებით, Pepsi-ს ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განაცხადი ჯერ არ გაუკეთებია.
PepsiCo-ს მოცულობის გათვალისწინებით, ეს სვლა მისი მხრიდან საკმაოდ დიდი ნაბიჯი იქნება. კომპანია წელიწადში $2.6 მილიარდს მხოლოდ მარკეტინგსა და რეკლამირებაში ხარჯავს. სხვა დიდი კომპანიების მსგავსად, მასაც სურს გაზარდოს სარეკლამო ბიუჯეტი ონლაინ პლატფორმებისათვის, როგორიცაა Facebook-ი, რომელიც ცნობილია როგორც საუკეთესო ონლაინ პლატფორმა რეკლამისთვის.
Facebook-ი დიდი ხანია, რაც კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა მომხმარებლების მიერ სიძულვილის ენის შემცველი პოსტების გავრცელების გამო. კრიტიკა კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოსტი: “When the looting starts, the shooting starts,” გამოქვეყნდა და ის არ დაბლოკა სოციალურმა ქსელმა. Facebook-ისგან განხვავებით Twitter-მა პოსტი მონიშნა როგორც პლატფორმის რეგულაციების დარღვევა.
შეგახსენებთ, იმ კომპანიებს შორის, რომლებიც Facebook-ზე რეკლამირებაზე ბოიკოტს აცხადებენ, არიან Adobe, HP, PayPal და BMW. ივლისის განმავლობაში, Pepsi-ც შეურთდება #StopHate4Profit აქციას და აღარ გამოიყენებს Facebook-ს, როგორც სარეკლამო პლატფორმას ერთი თვის განმავლობაში.