ფაუჩი: ამერიკელებს 2022 წელსაც მოუწევთ პირბადის ტარება

ფაუჩი: ამერიკელებს 2022 წელსაც მოუწევთ პირბადის ტარება

მაშინ როდესაც აშშ-ში ვაქცინაციის ტემპი დაჩქარდა და ქვეყანაში ნორმალური ცხოვრების დაბრუნებას წლის ბოლოსთვის ელოდებიან, ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ კორონავირუსის პრევენციისთვის პირბადის ტარება, სავარაუდოდ, 2022 წელსაც საჭირო იქნება. მისივე თქმით, ის ეთანხმება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოლოდინს, რომ აშშ  შემოდგომისთვის ან ზამთრის პერიოდში დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას, თუმცა შესაძლოა, ვირუსისგან ქვეყნის ბოლომდე გათავისუფლებას უფრო დიდი ხანი დასჭირდეს.

ფაუჩის თქმით, მას სურს, რომ ვირუსისგან საერთოდ არანაირი საფრთხე აღარ მოდიოდეს – სწორედ მაშინ იქნება პირბადეებით სიარული უსაფრთხო. ის ასევე მიუთითებს დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი შტამის დაფიქსირებაზე, რაც გარკვეულ რისკებს უკავშირდება.

ცნობისთვის, სხვა ქვეყნებთან შედარებით რაოდენობრივად აშშ-ში ყველაზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია. ამასთან, ამ ქვეყანაში ევროკავშირთან შედარებით ვაქცინაციის პროცესი სამჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს და თითქმის ხუთჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე კანადაში. ოფიციალური მონაცემებით, აშშ-ში მოსახლეობის 12.9% უკვე აცრილია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.