ფეხბურთელები, რომელთა საბაზრო ღირებულება 2022 წელს ყველაზე მეტად შემცირდა

ფეხბურთელები, რომელთა საბაზრო ღირებულება 2022 წელს ყველაზე მეტად შემცირდა

Transfermarkt-მა იმ ფეხბურთელების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელთა საბაზრო ღირებულება 2022 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად შემცირდა. რეიტინგში სულ 43 მოთამაშეს ვხვდებით.

სიაში პირველ ადგილს მილანის „ინტერისა“ და ბელგიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მოთამაშე, რომელუ ლუკაკუ იკავებს, რომელმაც ტრავმის გამო მიმდინარე სეზონის მატჩების უმეტესობა გამოტოვა. მართალია, ლუკაკუმ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში შეძლო, თუმცა მუნდიალზე ასპარეზობა მისთვის და მისი გუნდისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა – ბელგია ტურნირს ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშა.

ლუკაკუს საბაზრო ღირებულება 2022 წლის განმავლობაში 45%-ით, 45 მილიონი ევროთი შემცირდა და მოცემული დროისთვის 55 მილიონ ევროს შეადგენს.

Transfermarkt-ის რეიტინგში მეორე ადგილს ნიდერლანდელი სტეფან დე ვრეი იკავებს, რომელიც ასევე მილანის „ინტერის“ ფეხბურთელია. მისი საბაზრო ღირებულება გასულ წელს 66.7%-ით, 30 მილიონი ევროთი შემცირდა და 15 მილიონ ევრომდე დაეცა.

მესამე ადგილზე „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების მოთამაშე, მარკუს რაშფორდია. 2022 წლის განმავლობაში მისი საბაზრო ღირებულება ასევე 30 მილიონი ევროთი შემცირდა, თუმცა ამ შემთხვევაში 35.5%-იანი კლება დაფიქსირდა. რაშფორდის ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება 55 მილიონ ევროს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგის 43 მოთამაშეს შორის ბოლო ადგილს ბრაზილიელი ნეიმარი და პორტუგალიელი ბრუნო ფერნანდესი იყოფენ. პირველი „პარი სენ-ჟერმენის“ ღირსებას იცავს, მეორე კი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მოთამაშეა. ორივე მათგანის საბაზრო ღირებულება 16.7%-ით, 15 მილიონი ევროთი შემცირდა და ბოლო მონაცემებით 75 მილიონ ევროს შეადგენს.

ჩამონათვალში მოხვდა პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ახლახან საუდის არაბეთის „ალ-ნასრში“ გადავიდა. მისი საბაზრო ღირებულება გასული ერთი წლის განმავლობაში 42.9%-ით, 15 მილიონი ევროთი შემცირდა და 20 მილიონი ევრო შეადგინა. რონალდუ 43 მოთამაშეს შორის 32-ე ადგილს იკავებს.

წარმოგიდგენთ 10 ფეხბურთელს, რომელთა საბაზრო ღირებულება 2022 წელს ყველაზე მეტი თანხითა და პროცენტით შემცირდა:

#1 რომელუ ლუკაკუ „ინტერი“ -€45 მილიონი

საბაზრო ღირებულება: €55 მილიონი (-45%)

#2 სტეფან დე ვრეი „ინტერი“ -€30 მილიონი

საბაზრო ღირებულება: €15 მილიონი (-66.7%)

#3 მარკუს რაშფორდი „მანჩესტერ იუნაიტედი“ -€30 მილიონი

საბაზრო ღირებულება: €55 მილიონი (-35.5%)

#4 იუსუფ ენ-ნესირი „სევილია“ -€25 მილიონი

საბაზრო ღირებულება: €15 მილიონი (-62.5%)

#5 მემფის დეპაი „ბარსელონა“ -€25 მილიონი

საბაზრო ღირებულება: €20 მილიონი (-55.6%)

#6 ანტუან გრიზმანი „ატლეტიკო“ -€25 მილიონი

საბაზრო ღირებულება: €25 მილიონი (-50%)

#6 ტიმო ვერნერი „ლაიფციგი“ -€25 მილიონი

საბაზრო ღირებულება: €25 მილიონი (-50%)

#8 მარკოს ლიორენტე „ატლეტიკო“ -€25 მილიონი

საბაზრო ღირებულება: €35 მილიონი (-41.7%)

#9 რაფაელ ვარანი „მანჩესტერ იუნაიტედი“ -€25 მილიონი

საბაზრო ღირებულება: €40 მილიონი (-38.5%)

#10 ჯეიდონ სანჩო „მანჩესტერ იუნაიტედი“ -€25 მილიონი

საბაზრო ღირებულება: €60 მილიონი (-29.4%)

 

შენიშვნა: დაკლებული ღირებულების მაჩვენებლის დამთხვევის შემთხვევაში რეიტინგში ფეხბურთელების პოზიცია პროცენტული კლების მაჩვენებლით განისაზღვრა.