ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5 პროცენტით გაიზრდება

ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5 პროცენტით გაიზრდება

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2020-2023 წლების ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ 2020 წელს სამინისტრო 5%-იანი ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. 2021, 2022 და 2023 წლებში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 5.5%-ით გაიზრდება. 2019 წლის ეკონომიკური ზრდა 4.5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. 2020 წელს ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 4 771 დოლარამდე უნდა გაიზარდოს. 2020 წელს საქართველოს მთლიანმა შიდა პროდუქტმა დაახლოებით 48 მილიარდი ლარი უნდა შეადგინოს. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ 6.7%-ის დონეზე იქნება.

ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორები

 

2018

2019

2020

2021

2022

2023

ფაქტი

პროგნ.

პროგნ.

პროგნ.

პროგნ.

პროგნ.

რეალური მშპ (ზრდის ტემპი)

4.7

4.5

5.0

5.5

5.5

5.5

ნომინალური მშპ (მლნ ლარი)

41,077

44,428

48,049

52,212

56,737

61,653

მშპ ერთ სულ მოსახლეზე (აშშ დოლარი)

4,345

4,412

4,771

5,185

5,634

6,122

სამომხმარებლო ფასების ინდექსი (საშუალო პერიოდის განმავლობაში)

2.6

3.0

3.0

3.0

3.0

3.0

მიმდინარე ანგარიში (პროცენტულად მშპ-თან)

-7.7

-7.1

-6.7

-6.1

-5.5

-4.9

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო