ფორბსის მილიარდერთა 2018 წლის რეიტინგი

ფორბსის მილიარდერთა 2018 წლის რეიტინგი

6 მარტს Forbes-მა მილიარდერთა განახლებული, 2018 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა.

Forbes-ი უკვე 32 წელია აქვეყნებს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ყოველწლიურ რეიტინგს. სიაში მილიარდერთა რეკორდული რაოდენობა მოხვდა – 2208 (შარშანდელ სიაში 2043 მილიარდერი იყო). მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები 72 ქვეყანას წარმოადგენენ. რეიტინგში პირველად მოხვდნენ უნგრელი და ზიმბაბველი მილიარდერი.

სიაში მოხვედრილ მილიარდერთა ჯამური კაპიტალი 9.1 ტრილიონი დოლარია – შარშანდელზე 18%-ით მეტი. 20 უმდიდრესი ადამიანის ჯამური ქონება 1.2 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული, ხოლო სიის წევრთა საშუალო ქონება $4.1 მილიარდია.

585 მილიარდერით აშშ პირველ ადგილს ინარჩუნებს, ჩინეთი კი ისევ მეორეზეა – 373 მილიარდერი.

ოთხწლიანი ლიდერობის შემდეგ, ბილ გეიტსმა დათმო პირველი ადგილი. “ამაზონის” დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი 12 თვეში $39 მილიარდით გამდიდრა და პირველად მოექცა ყოველწლიური რეიტინგის სათავეში. ბეზოსი პირველი მილიარდერია “ფორბსის” რეიტინგების ისტორიაში, რომლის ქონებაც 12-ნიშნა რიცხვით არის შეფასებული.

2012 წლის შემდეგ პირველად, ევროპის ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა LVMH-ის თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი, ბერნარ არნო – მისი ქონება $72 მილიარდს შეადგენს.

2018 წელს მსოფლიოს 259 ახალი მილიარდერი ჰყავს, 121-მა ადამიანმა კი დატოვა მილიარდერთა სია.

საქართველოდან რეიტინგში ისევ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი მოხვდა. $4.6 მილიარდით ის 456 ადგილზეა ($4.5 მილიარდი და 367-ე ადგილი 2017 წელს).

2018 წლის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ათეული ასე გამოიყურება:

1. ჯეფ ბეზოსი – $112 მილიარდი

2. ბილ გეიტსი – $90 მილიარდი

3უორენ ბაფეტი – $84 მილიარდი

4. ბერნარ არნო$72 მილიარდი

5. მარკ ცუკერბერგი  $71 მილიარდი

6. ამანსიო ორტეგა – $70 მილიარდი

7. კარლოს სლიმ ელუ – $67.1 მილიარდი

8. ჩარლზ კოხი – $60 მილიარდი

9. დევიდ კოხი – $60 მილიარდი

10ლარი ელისონი – $58.5 მილიარდი

Forbes-ის მილიარდერთა 2018 წლის სრული რეიტინგი იხილეთ ბმულზე.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.