პოპულარული პროფესიები - ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობები პროფესიულ სასწავლებლებში

პოპულარული პროფესიები - ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობები პროფესიულ სასწავლებლებში

საჯარო პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა მცირდება, კერძო პროფესიულ სასწავლებლებში კი იზრდება.

კერძოდ, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს სახელმწიფო პროფ. სასწავლებელში 8775 სტუდენტი ჩაირიცხა, ხოლო კერძოში კი 4356, მაშინ როდესაც 2017 წელს საჯარო სასწავლებელში ჩარიცხულთა რაოდენობა 11500- აღემატებოდა, ხოლო კერძოში 4113- შეადგენდა

რეფორმეტრის მონაცემებით, საჯარო და კერძო პროფესიულ სასწავლებლებში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების სტრუქტურა მნიშვნელოვნად განსხვავებულია ერთმანეთისგან

ყველაზე პოპულარული მიმართულება საჯარო პროფესიულ სასწავლებელში მზარეულის ფაკულტეტია, ხოლო კერძოში კი საექთნო

საჯარო პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა 2018 წელს

  • მზარეული – 607
  • სტუდენტი
  • IT – 383 
  • ელექტროობა – 363 
  • აღმზრდელი – 219 
  • სამკერვალო – 195 
  • ბუღალტერია 172 

კერძო პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა 2018 წელს

  • ექთანი – 609 
  • ფარმაცევტის თანაშემწე – 361 
  • გემბანის რიგითი – 312 
  • მეზღვაური – 225 
  • ოფისის მენეჯერი – 195 
  • მზარეული – 178 

საქართველოში ყველაზე მეტი პროფესიული სასწავლებელი თბილისში მდებარეობს – 32; მას მოსდევს აჭარა 9 სასწავლებლით და იმერეთი 8 სასწავლებლით.