პრაგმატულობა ჩარჩოებს მიღმა - გაიცანით საქართველოს ბანკის ბენეფიციარი სანდრო მეტრეველი

პრაგმატულობა ჩარჩოებს მიღმა - გაიცანით საქართველოს ბანკის ბენეფიციარი სანდრო მეტრეველი

ბავშვობაში, ცაში ვარსკვლავების დათვლისას, ალბათ, ხშირად გიოცნებიათ ასტრონავტობაზე – პროფესიაზე, რომელიც იმდენად არარეალური გვეჩვენებოდა, რომ მარტივად ვივიწყებდით მის არსებობას. თუმცა დღეს,  STEM განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, ოცნებები კოსმოსზე შესაძლებლობად იქცა.

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ინიციატივით, შეიქმნა პირველი STEM ბანაკი საქართველოში – „კომაროვის STEM ბანაკი“, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ, მათემატიკით, ინჟინერიით, მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, გაიღრმაონ ცოდნა, შეიძინონ ახალი უნარები და საკუთარი ოცნება რეალობად აქციონ.

„როგორც ნიცშე ამბობდა, „ყველა ადამიანს ჰყავს თავისი შინაგანი გმირი, რომელიც უნდა გამოათავისუფლო იმისათვის, რომ გახდე სუპერადამიანი“, – გვიყვება სანდრო მეტრეველი, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლე და კომაროვის STEM ბანაკის“ მონაწილე.

სანდროს კოსმოსური ინჟინერიის მიმართულებით სურს სწავლის გაგრძელება. ეს ის სფეროა, რომელიც საქართველოში განვითარებული არ არის, სწორედ ამიტომ, როგორც თავად ამბობს, დასახული მიზნის მისაღწევად უმაღლესი განათლების მიღებას საზღვარგარეთ გეგმავს. ის STEM მეცნიერებებით უკვე რამდენიმე წელია რაც დაინტერესდა და აქტიურად დაიწყო ამ მიმართულებით საკუთარი ცოდნის გაღრმავება.

„ინჟინერიისადმი ინტერესი რამაც გამიჩინა იყო ინტერნეტი – უსაზღვრო სივრცე, სადაც შემეძლო წამეკითხა უამრავი მასალა თუ მენახა სხვადასხვა ვიდეო პროგრამირებისა და ინჟინერიის პროექტების შესახებ. თავდაპირველი ინტერესი ნელ-ნელა მიღრმავდებოდა და ეს მიმართულება სულ უფრო და უფრო მეტად მითრევდა. დღეს ვიცი, რომ კოსმოსური ინჟინერია არის ის, რაც ძალიან მაინტერესებს“, – ამბობს სანდრო.

როგორც განმარტავს, ინჟინერია ის სფეროა, რომელიც ეძებს პრობლემებს და ცდილობს მათ გადაჭრას. შესაბამისად, როგორც მომავალი ინჟინერი, საქართველოს განათლების სისტემაში ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების გადალახვას საკუთარი ძალებით ცდილობს.

სანდრო გვიხსნის, რომ ინჟინერიის მიმართულებით საბაზისო ცოდნის მიღებაში სკოლა უწყობს ხელს, რადგან სწავლების პროცესში იყენებს ისეთ სისტემებსა და პრინციპებს, რომელიც სხვადასხვა ტრენინგებსა თუ ოლიმპიადებზე გამოიყენება. პარალელურად, სანდრო აქტიურად ცდილობს, დააგროვოს გამოცდილება, დაკავდეს კლასგარეშე აქტივობებით, ისწავლოს უცხო ენები და ყველა საგანში მიიღოს მაქსიმალური ქულები, რათა მოიპოვოს კონკურენტუნარიანობა და ჰქონდეს შესაძლებლობა, ისწავლოს საზღვარგარეთ.

STEM-ის ყველა სფეროში გაცილებით კარგი ვარიანტია, რომ სასწავლებლად საზღვარგარეთ წახვიდე, რადგან იქ გაცილებით სხვა დონეზე არის აყვანილი ეს მიმართულებები და ძალიან დიდი განსხვავებაა საქართველოსთან შედარებით“, – ამბობს სანდრო.

თუმცა, მიაჩნია, რომ საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის მხარდაჭერით, „კომაროვის STEM ბანაკში“ მიღებული გამოცდილება განსაკუთრებული იყო და ფიქრობს, რომ ბანაკში დაგროვებული ცოდნა და პრობლემის გადაჭრის ახალი და კრეატიული გზების შესახებ ინფორმაცია, საკუთარი მიზნის განხორციელებაში დაეხმარება.

„ინჟინერია არის ძალიან პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული პროფესია, მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ამ სფეროში კრეატიულობის და არაორდინალური აზროვნების გარეშე ვერაფერს მიაღწევ“, – აღნიშნავს სანდრო.

პრაგმატული და მიზანდასახული ნაბიჯებით სანდროს მოგზაურობა კოსმოსური ინჟინერიის სფეროში ახლა იწყება.

საქართველოს ბანკის მთავარი ღირებულება მოტივირებული ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათთვის შესაძლებლობების შექმნაა. მხოლოდ მოძრაობა და დასახული მიზნების ასრულებისთვის თავდაუზოგავი შრომა არის ის, რაც ოცნებებს შესაძლებლობად აქცევს.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ორგანიზაცია, ახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტს, რომელთა ბენეფიციართა ჯამური რაოდენობა 100 000-ს აღემატება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *