საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, ქართული კომერციული ბანკების აქტივების მოცულობამ მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, 71.3 მილიარდ ლარს მიაღწია.
„2023 წლის ივლისის ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13-საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 71.3 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო საბანკო სექტორის კაპიტალი 11.4 მლრდ ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 16.0 პროცენტია“ — ვკითხულობთ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.