ქართული უნივერსიტეტების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით

ქართული უნივერსიტეტების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, ქვეყანაში მოქმედმა 52-მა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ 29.6 ათასი სტუდენტი მიიღო. ოფიციალური მონაცემების თანახმად, სტუდენტის სტატუსი გამოცდებზე რეგისტრირებულთა 75%-მა მიიღო. შედარებისთვის 2019 წელს ეს მაჩვენებელი 71%-ს შეადგენდა. შესაბამისად, არცთუ ისე ცოტა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში გასული წლის მსგავსად არაერთი ვაკანტური ადგილი დარჩა.

წელს რეიტინგში პირველად მოხვდა KIU, ანუ “ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი“, რომელიც ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ფონდის“ დაფინანსებით აშენდა. უნივერსიტეტში ჩარიცხულთა საშუალო ქულის მიხედვით რეიტინგში KIU მეოთხე ადგილს იკავებს.

ჩარიცხულთა საშუალო ქულების მიხედვით, საქართველოს უნივერსიტეტების რეიტინგში წამყვან ადგილებს ცოდნის ფონდის ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული უნივერსიტეტები იკავებენ – უკვე არაერთი წელია, სიის სათავეში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი ხვდება, მას შპს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი მოსდევს, მესამე ადგილს კი აგრარული უნივერსიტეტი იკავებს. ჩარიცხულთა საშუალო ქულებით, სიაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მეექვსე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კი მეშვიდე ადგილზე გავიდა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, 9 უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულთა რაოდენობა 50 სტუდენტზე ნაკლები იყო. ყველაზე მეტი სტუდენტი კი თსუ-მ მიიღო, სადაც წელს 5.1 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა. რაოდენობრივად მეორე ადგილზე “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია”, სადაც 3,6 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა.

მეთოდოლოგია: უნივერსიტეტების მიხედვით ჩარიცხულთა საშუალო ქულები გამოანგარიშებულია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული, გამოცდების შედეგების შემაჯამებელი დოკუმენტის მიხედვით.

#

 სასწავლებლის სახელი

საშუალო ქულა ეროვნული გამოცდების მიხედვით

2020 წელს ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა

1.თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

                  2100.4

       596

2.დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი

                   2020.9

         54

3.საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

                    2012.3

         440

4.ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

                    2005.7

         244

5.ბაუ ინთერნეიშენალ იუნივერსითი, ბათუმი

                   1989.7

         9

6.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

                  1960.8

         1001

7.ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

                  1941.7

        5082

8.პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია

                1935

         57

9.ჯიპა – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

                  1925.7

        363

10.კავკასიის უნივერსიტეტი

                   1915.2

        1306

11.შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

                  1914.9

        646

12.ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი

                    1911

        38

13.თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

                    1901

        337

14.ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

                    1878.8

        981

15.ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

                    1864.2

       3576

16.თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია

                    1855.8

       100

17.დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული აკადემია

                    1845.2

        104

18.საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

                    1842.1

        157

19.საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

                  1831.8

        163

20.ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

                    1827.9

        1291

21.ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

                    1824.6

        194

22.საქართველოს უნივერსიტეტი

                    1822.6

        1156

23.საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

                    1819.5

        149

24.საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

                    1808.9

        201

25.აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

                    1793.7

       1701

26.კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

                    1788.1

        465

27.სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი

                    1768.4

        75

28.სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

                    1765.6

        514

29.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

                      1765.3

        3038

30.სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

                    1761.1

        668

31.იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

                    1758.3

        281

32.ევროპის უნივერსიტეტი

                  1757.3

        92

33.საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

                   1750.6

       174

34.გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

                    1741.8

        331

35.ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი

                    1738.6

        57

36.გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

                    1734.6

         522

37.საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ

                    1733.4

        1874

38.სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

                    1729.8

       334

39.სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი

                    1724.4

       198

40.„გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი”

                    1717.5

        53

41.აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

                  1717.1

        41

42.თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი

                    1716.8

        624

43.შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

                    1705.2

         122

44.მილენიუმი სასწავლო უნივერსიტეტი

                    1694.6

          5

45.ახალი უმაღლესი სასწავლებელი

                      1694.6

        24

46.საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი

                      1679.9

        10

47.ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

                      1667.5

         9

48.თბილისის თავისუფალი აკადემია

                     1665.6

        5

49.ქუთაისის უნივერსიტეტი

                  1656

         71

50.„საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი”

                    1650.2

          78

51.ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი

                    1631.9

        3

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *