ქართველი მინისტრების ავტოპარკი

ქართველი მინისტრების ავტოპარკი

მინისტრთა კაბინეტის წევრების უმეტესობას ქონებრივ დეკლარაციებში ავტომობილები არ უფიქსირდებათ. პირად ავტომობილს არ ფლობს არც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. 

სახელისუფლებლო წრეების წარმომადგენლებიდან კი ერთ-ერთი გამორჩეული ავტოპარკი დედაქალაქის მერს კახა კალაძეს ჰყავს. კახა კალაძე ფლობს 3 მოტოციკლს, სამივე HARLEY DAVIDSON-ის მარკის, რომლებშიც მერმა ჯამში 73 000 ევრო გადაიხადა. გარდა ამისა, კალაძის მფლობელობაშია 6 ავტომობილი:  BENTLEY CONTINENTAL – 2013 წელს კახა კალაძემ ავტომობილი 135000 დოლარად შეიძინა; FERRARI GTO – 2010 წელს კალაძემ ავტომობილი 360 000 ევროდ შეიძინა; FIAT 500 BI POSTO 2016 წელს კახა კალაძემ 50000 ევროდ შეიძინა; MERCEDES BENZ AMG GTS – 2015-ში 145000 ევროდ შეიძინა; MINI COUPER CLUBMAN – 2017 წელს ავტომობილი კალაძემ  40000 ევროდ შეიძინა;  MERCEDES BENZ VIANO კი 2017 წელს  40000 დოლარად. 

რაც შეეხება მინისტრებს, მათი ავტოპარკი შემდეგნაირად გამოიყურება: 

გიორგი გახარია ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი 

გიორგი გახარიას საკუთარი ავტომობილი არ ჰყავს, თუმცა მისი მეუღლის მფლობელობაშია ტოიოტა RAV4, რომელშიც 2016 წელს $22 000 გადაიხადეს. 

მაია ცქიტიშვილი – ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი 

მაია ცქიტიშვილს ქონებრივ დეკლარაციაში მხოლოდ ერთი ავტომობილი უფიქსირდება –  Mitsubishi Pajero, 2009, DKH 100, რომელიც მას 2014 წელს აჩუქეს. 

გიორგი ქობულია – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 

გიორგი ქობულიას სახელზე სამი ავტომობილია: პორშე პანამერა ჯტს – ამ ავტომობილში მინისტრმა 2012 წელს 123 453 ევრო გადაიხადა; ტოიოტა ლენდკრუიზერი 200 ქობულიამ 2008 წელს  83 000 ლარად იყიდა; მერსედესი E კუპე  კი  2014 წელს ქობულიამ  2 140 148 რუბლად შეიძინა. 

დავით ზალკალიანი – საგარეო საქმეთა მინისტრი 

დავით ზალკალიანს პირადი ავტომობილი არ ჰყავს, მისი მეუღლის სახელზე კი აუდი A6 ფიქსირდება. 

ივანე მაჭავარიანი – ფინანსთა მინისტრი 

ივანე მაჭავარიანს პირადი ავტომობილი არ ჰყავს, თუმცა მის მეუღლეს ჰყავს ტოიოტა RAV4, რომელშიც 2008 წელს გადაიხადეს 24000 დოლარი. 

მიხეილ ბატიაშვილი – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი 

მიხეილ ბატიაშვილმა 2018 წელს 83 000 ლარად შეიძინა LAND ROVER RANGE ROVER VELAR. 

დავით სერგეენკო – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი 

დავით სერგეენკომ 2015 წელს $39 200-ად შეიძინა Toyota Prado AF311FA. 

ლევან დავითაშვილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი 

ლევან დავითაშვილს პირადი ავტომობილი არ ჰყავს, თუმცა, მის მეუღლეს ჰყავს Mercedes-Benz, რომელშიც 2016 წელს გადაიხადეს 19 000 დოლარი. 

ლევან იზორია – თავდაცვის მინისტრი 

თავდაცვის მინისტრის ქონებრივ დეკლარაციაში ავტომობილი არ ფიქსირდება. 

თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი

წულუკიანს პირადი ავტომობილი არ ჰყავს, მისი მეუღლის სახელზეა AUDI Q7 2006. 

ქეთევან ციხელაშვილი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი 

ციხელაშვილის სახელზეა Hyundai Tucson, 2008, რომელიც 2008 წელს 21 500 დოლარად შეიძინა.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.