ქემერონ მაკინტოში - საგულისხმო ახალწვეული

ქემერონ მაკინტოში - საგულისხმო ახალწვეული

2016 წლის 198 ახლადგამომცხვარ მილიარდერს შორის სცენაზე ცენტრალური ადგილი ქემერონ მაკინტოშს უჭირავს – ბრიტანელ პროდიუსერს, რომელიც “აჩრდილისა” და “მის საიგონის” უკან დგას.   

1985 წელს ლონდონის West End-ში Les Misérables-ის (“საბრალონი”) პრემიერა ქემერონ მაკინტოშის ცხოვრებაში ერთი მოქმედების დასასრულსა და მეორის დასაწყისს მოასწავებდა. “მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდა ხალხი, რომ მიუზიკლებში უფრო მეტი ფულის გაკეთება იყო შესაძლებელი, ვიდრე დრამაში”, – ამბობს ის.  

მან განაგრძო მუსიკალური თეატრის აუარებელი ბლოკბასტერის პროდიუსერობა, მათ შორის “ოპერის აჩრდილისა” და “მის საიგონის”. ის “აჩრდილისა” და “კატების” წილებს ფლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფულს იღებს ნებისმიერ დროს, როცა კი პროფესიონალური კომპანია ამ ორიდან რომელიმეს დადგმას გადაწყვეტს. გარდა ამისა, მისი საკუთრებაა West End-ის რვა თეატრი და Music Theatre International-ის 75% (ეს უკანასკნელი უმსხვილესი სააგენტოა, რომელიც Broadway-ის შოუების ლიცენზიებს სამოყვარულო დადგმებს  აძლევს). ეს ყველაფერი, ჯამში, $1.2-მილიარდიან ქონებას ქმნის.   

“არასდროს იცი, როდის მოვა ან წავა ფული”, – ამბობს 69 წლის მაკინტოში, რომელმაც კარიერა სცენის მუშად, კვირაში $30-იანი ანაზღაურებით, დაიწყო. “ჩემზე მეტად ეს არავის უკვირს”. ასეა თუ ისე, ლამის დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ მისი მომდევნო დიდი წამოწყება წარმატებას მოიტანს: 2017 წელს ის Broadway-ს სენსაციის, “ჰამილტონის” იმპორტს გეგმავს West End-ში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *