ყველაზე გაყიდვადი ავტომობილები ქვეყნების მიხედვით

ყველაზე გაყიდვადი ავტომობილები ქვეყნების მიხედვით

ყოველ სახელმწიფოს საქონლის მიმართ საკუთარი პრეფერენციები აქვს, შესაბამისად გამონაკლისი არც ავტომობილებია. განსხვავდება მომხმარებელთა დამოკიდებულებაც დიდი და პატარა მანქანების მიმართ იმის მიხედვით თუ როგორი საპარკინგე ადგილები ან გადასახადებია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, თუ რომელ ავტომწარმოებელს აქვს ინვესტიცია გაკეთებული ქვეყანაში.

მსოფლიოს უმდიდრესი ავტომწარმოებლები მომხმარებელთა მოსაზიდად მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშენებენ საწარმოებს, მოდელებს უცვლიან სახელებს და მეტიც, კონკრეტული სახელმწიფოს მაცხოვრებლებისათვის მათი გემოვნების შესაფერის ავტომობილებს აწარმოებენ.

ტოიოტას დომინაცია ძალიან აშკარაა თითქმის ყველა სახელმწიფოში. იაპონური ავტომწარმოებელი, რომელიც ამავდროულად ყველაზე ძვირადღირებული ავტოკომპანიაც იყო წლების განმავლობაში, ყველაზე გაყიდვადი მანქანაა 104 გაანალიზებული ქვეყნიდან 41-ში.

2019 წელს კი მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი Toyota Corolla იყო. 16 ქვეყანაში ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილი Toyota Hilux გახლავთ. ამ მოდელს განსაკუთრებული წილი აქვს ავტობაზარში სამხრეთ ნახევარსფეროში: არგენტინაში, სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაში.

საინტერესოა ისიც, რომ ევროპულ ქვეყნებში ყველაზე მოთხოვნად ავტომობილებს ადგილობრივი წარმოების მანქანები წარმოადგენენ. მაგალითად, ჩეხეთში ყველაზე მოთხოვნადი Skoda Octavia-ა, ხოლო საფრანგეთში Peugeot 208. სამხრეთ კორეელები უპირატესობას Hyundai-ს ანიჭებენ, რუსეთში კი – Lada-ს.

Visual Capitalist-ის ცნობით, საქართველოში 2019 წლის მონაცემებით ყველაზე გაყიდვადი SUV ტიპის ავტომობილები, Renault/Dacia Duster იყო.

ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილის ტიპი სამგზავრო ავტომანქანაა, რომელიც 104-დან 57 ქვეყანაშია პოპულარული. რაც შეეხება მსუბუქ სატვირთოებს, SUV-ებს და ფურგონებს, ის 47 სახელმწიფოშია ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილის ტიპი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *