ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიები საქართველოში

ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიები საქართველოში

მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებმა რეგულარული და ჩარტერული რეისებით 3 199 063 მგზავრი გადაიყვანეს, რაც 46.63%-ით (1 017 380 მგზავრით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, რეგულარული რეისებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის მიხედვით ლიდერი თურქეთის ავიახაზებია. მას მთლიანი მოცულობის 11% უკავია. წლის პირველ 9 თვეში ავიაკომპანია ჯამში 350 706 მგზავრს მოემსახურა.

გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობით ბაზრის 90% უცხოურ ავიაკომპანიებს უკავიათ, ხოლო 10% ეროვნულ ავიახაზებზე მოდის. Georgian Airways წლის 9 თვეში 298 964 მგზავრს მოემსახურა და შესაბამისად მთლიანი მოცულობის 10% დაიკავა.

მესამე ადგილზე Wizz Air-ია, რომელიც წლის 9 თვეში 240 055 მგზავრს მოემსახურა, ავიაკომპანიაზე მგზავრთნაკადის 8% მოდის.

რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების 7% უკარინის ავიახაზებზე მოდის, რომელიც 9 თვეში 227 801 მგზავრს მოემსახურა. მთლიანი მოცულობის 6% მოდის flydubai-ზე, რომელიც 193 405 მგზავრს მოემსახურა. 155 697 გადავანილი მგზავრით მთლიანი მოცულობის 5% დაიკავა რუსულმა Aeroflot.

ურალის ავიახაზები წლის 9 თვეში 120 916 მგზავრს მოემსახურა და შესაბამისად კომპანიამ მთლიანი მოცულობის 4% დაიკავა. ყატარის ავიახაზებმა ბაზრის 3%-ის დაკავება შეძლო 96 050 გადაყვანილი მგზავრით. ასევე მთლიანი მოცულობის 3% მოდის ელ ალ ისრაელის ავიახაზებზე, რომელიც 9 თვეში 93 197 მგზავრს მოემსახურა. 97046 მგზავრს მოემსახურა პეგასუსი და მანაც მთლიანი მოცულობის 3% დაიკავა.

დანარჩენმა ავიაკომპანიებმა მთლიანი მოცულობის 3%-ზე ნაკლების დაკავება შეძლეს:

  • ზაგროსი – 56358 მგზავრი – მთლიანი მოცულობის 2%
  • ეგეოსის ავიახაზები – 34129 მგზავრი – მთლიანი მოცულობის 1%
  • Air Cairo – 27216 მგზავრი – მთლიანი მოცულობის 1%
  • Air Astana – 59117 მგზავრი – მთლიანი მოცულობის2%
  • Air Baltic – 325 39 მგზავრი – მთლიანი მოცულობის 1%
  • ბელავია – 74357 მგზავრი – მთლიანი მოცულობის 2%
  • ატლასგლობალი – 63583 მგზავრი – მთლიანი მოცულობის 2%
  • ატა ეარლაინზი – 38749 მგზავრი – მთლიანი მოცულობის 1%
  • აზერბაიჯანის ავიახაზები – 63853 მგზავრი – მთლიანი მოცულობის 2%
  • ქეშმ ეარი – 31504 მგზავრი – მთლიანი მოცულობის 1%
  • სკატი – 24135 მგზავრი – მთლიანი მოცულობის 1%
  • ისრეარი – 41408 მგზავრი – მთლიანი მოცულობის 1%
  • იან ეარი – 63493 მგზავრი – მთლიანი მოცულობის 2%
  • ირან ასემან ეარლაინზ – 17005 მგზავრი – მთლიანი მოცულობის 1%
  • პოლონეთის ავიახაზები – 50678 მგზავრი – მთლიანი მოცულობის 2%
  • ლუფთანზა – 66849 მგზავრი – მთლიანი მოცულობის 2%
  • პობედა ეარლაინზ – 24858 მგზავრი – მთლიანი მოცულობის 1%