ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი სამინისტროები

ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი სამინისტროები

სამინისტროებს შორის დასაქმებულთა რაოდენობით თავდაცვის სამინისტრო ლიდერობს. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით მას 40 ათასზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. თუმცა აღსანიშნავია, რომ მათ შორის არის ჯარიც. მეორე ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროა (მათ შორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლები). 

  • საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – 5 168  საჯარო მოხელე.

  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 758 საჯარო მოხელე

  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 339 საჯარო მოხელე

  • იუსტიციის სამინისტრო – 5072 საჯარო მოხელე

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 2667 საჯარო მოხელე

  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – 784 საჯარო მოხელე

  • საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – 40 646 საჯარო მოხელე

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო – 30 418 საჯარო მოხელე

  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 3464 საჯარო მოხელე

  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – 8215 საჯარო მოხელე .

  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 46 საჯარო მოხელე.