ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტ ლითიუმს აწარმოებენ - რეიტინგი

ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტ ლითიუმს აწარმოებენ - რეიტინგი

მსუბუქი ლითონები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ყველა ტიპის ლითიუმ-იონური ბატარეების კათოდებში, რომლებიც ელექტრომობილებს ენერგიით ამარაგებენ. აქედან გამომდინარე, ელექტრომობილების წარმოების ბოლოდროინდელმა მკვეთრმა ზრდამ ლითიუმის წარმოებასაც ახალი დატვირთვა შესძინა.

1990-იან წლებში ლითიუმის უმსხვილესი მწარმოებელი ამერიკის შეერთებული შტატები იყო, თუმცა დღევანდელი მონაცემებით, სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. ფაქტობრივად, 1995 წელს ლითიუმის გლობალური წარმოების მესამედზე მეტი აშშ-ზე მოდიოდა და ქვეყანა პირველობას 2010 წლამდეც ინარჩუნებდა, სანამ იგი ჩილემ არ ჩაანაცვლა.

2021 წელს ლითიუმის გლობალურმა წარმოებამ პირველად გადააჭარბა 100,000 ტონას და ოთხჯერ გაიზარდა 2010 წლის მონაცემებთან შედარებით. უფრო მეტიც, 2021 წელს წარმოების 90% სულ რაღაც სამი ქვეყნიდან მოდიოდა. 2021 წლის მონაცემებით, მხოლოდ ავსტრალია მსოფლიო ლითიუმის 52%-ს (55,416 ტონა) აწარმოებს. ჩილესგან განსხვავებით, სადაც ლითიუმი მარილწყალში მოიპოვება, ავსტრალიური ლითიუმი მინერალური სპოდუმენის მყარი ქანების მაღაროებიდან მიიღება.

ჩინეთს, სიდიდით მესამე მწარმოებელს, აქვს ძლიერი საფუძველი ლითიუმის მიწოდების ჯაჭვში. შიდა მაღაროების განვითარებასთან ერთად, ჩინურმა კომპანიებმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაახლოებით $5.6 მილიარდი ლითიუმის აქტივები შეიძინეს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩილე, კანადა და ავსტრალია.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ლითიუმის მოხმარების 74% ბატარეებზე მოდიოდა, მაშინ როდესაც 2010 წლის მონაცემებში, ბატარეებს ლითიუმის მოხმარებაში მხოლოდ 23% ეკავა.

BP-ის მსოფლიო ენერგეტიკის სტატისტიკური მიმოხილვის მონაცემებზე დაყრდნობით, 2021 წელს ლითიუმის მწარმოებელი ტოპ ქვეყნების სია ასე გამოიყურება:

  1. ავსტრალია – 55,416 ტონა (გლობალური წარმოების 52%)
  2. ჩილე – 26,000 ტონა (გლობალური წარმოების 25%)
  3. ჩინეთი – 14,000 ტონა (გლობალური წარმოების 13%)
  4. არგენტინა – 5,967 ტონა (გლობალური წარმოების 6%)
  5. ბრაზილია – 1,500 ტონა (გლობალური წარმოების 1%)
  6. ზიმბაბვე – 1,200 ტონა (გლობალური წარმოების 1%)
  7. პორტუგალია – 900 ტონა (გლობალური წარმოების 1%)
  8. ამერიკის შეერთებული შტატები – 900 ტონა (გლობალური წარმოების 1%)
  9. დანარჩენი მსოფლიო – 102 ტონა (გლობალური წარმოების 0.1%)
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *