ქვეყნები, სადაც ქართულ ღვინოზე მოთხოვნა ყველაზე სწრაფად იზრდება

ქვეყნები, სადაც ქართულ ღვინოზე მოთხოვნა ყველაზე სწრაფად იზრდება

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45,4 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 19%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.  ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 107,8 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28% შეადგინა.

ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია – 124% (166 032 ბოთლი), დიდი ბრიტანეთი – 67% (50 062), პოლონეთი – 32% (1 886 618),  აშშ – 4% (244 374), ასევე ევროპის მიმართულებით: რუმინეთი – 390% (84 654), ჩეხეთი – 68% (30 456), გერმანია – 32% (308 734), ლიეტუვა – 21% (265 062), ნიდერლანდები – 17% (38 799), ლატვია – 16% (966 726), ესტონეთი – 7% (329 304) და ტრადიციულ ბაზრებზე: ყირგიზეთი 81% (140 370), ყაზახეთი – 41% (1 996 860), უკრაინა – 38% (5 040 319), რუსეთი – 20% (28 564 609), ბელარუსი 4% (846 822) და სხვა.                  

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი  (28 564 609), უკრაინა (5 040 319),  ჩინეთი  (3 514 066), ყაზახეთი  (1 996 860) და პოლონეთი (1 886 618).  

ამასთან, იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 9,9 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 20%-ით აღემატება გასული წლის 7 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 20 მლნ აშშ დოლარს მიაღწია – ზრდამ 7% შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 219,5 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 114%. სულ ექსპორტირებულია 638,5 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 126%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

სულ, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა წლის პირველ ნახევარში 173,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 21%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.