რა არის ექსპროპრიაცია?

რა არის ექსპროპრიაცია?

ექსპროპრიაცია (ინგლისურად Expropriation) არის სახელმწიფოს მიერ მესაკუთრისთვის საკუთრების ჩამორთმევა ქონების წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით. სახელმწიფო ექსპროპრიაციას მიმართავს, როცა ეს აუცილებელია საზოგადოებრივი საჭიროებისათვის. აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად მიჩნეულია: გზისა და მაგისტრალის მშენებლობა, რკინიგზის ხაზების გაყვანა, ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობა, საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობა და ა.შ.

საქართველოში ექსპროპრიაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს, მუნიციპალიტეტის ან საჯარო/კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ ხორციელდება.