რა არის კონფისკაცია?

რა არის კონფისკაცია?

კონფისკაცია (ინგლისურად Confiscation) არის სახელმწიფოს მიერ მესაკუთრისთვის ქონების ჩამორთმევა. კონფისკაციის შემდეგ ქონების მესაკუთრე სახელმწიფო ხდება. კონფისკაციის უფლებას სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილება ანიჭებს. კონფისკაცია ძირითადად დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ნივთებზე და სხვა ქონებაზე ვრცელდება. ასევე, შეიძლება გავრცელდეს არადანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებაზე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ზიანის კომპენსაციისთვის პირმა საკუთარი ქონებით უნდა აგოს პასუხი.

კონფისკაცია ზოგჯერ პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგიც არის. მაგალითად, მთავრობა თუ გადაწყვეტს, რომ არ შეიძლება მოქალაქეები იარაღს ფლობდნენ და ჩამოართმევთ, ასევე, სიმდიდრის გადანაწილების ან კოლექტივიზაციის მიზნით კონფისკაცია, რომელიც საბჭოთა კავშირში მასშტაბურად განხორციელდა.