რა არის ერთობლივი საწარმო?

რა არის ერთობლივი საწარმო?

ერთობლივი საწარმო (ინგლისურად Joint Venture) არის ისეთი ერთობლივი საქმიანობა, რომელსაც ერთობლივად აკონტროლებს ორი ან მეტი მხარე. ასეთ დროს, ორი ან მეტი ბიზნესსუბიექტი რესურსებს აერთიანებს საერთო მიზნის მისაღწევად. ერთობლივი საწარმო იურიდიული პირია და მასში მონაწილე მხარეები ინაწილებენ ერთობლივ საწარმოსთან დაკავშირებულ რისკსა და სარგებელს. მხარეები ერთმანეთთან სახელშეკრულებო შეთანხმებით არიან დაკავშირებულები.

ერთობლივი საწარმო შესაძლოა სხვადასხვა ქვეყნის საწარმოების მონაწილეობითაც შეიქმნას, რაც კარგი საშუალებაა ადგილობრივი და უცხოური რესურსების გაერთიანებისთვის.