ევროპის ცენტრალური ბანკი (ინგლისურად European Central Bank (ECB)) არის ევროკავშირის ცენტრალური (სახელმწიფო) ბანკი, რომელიც მართავს ევროზონის (ქვეყნების, სადაც ფულის ერთეული ევროა) მონეტარულ პოლიტიკას. ის 1999 წელს დაარსდა და მისი სათავო ოფისი გერმანიაში, ფრანკფურტში მდებარეობს. ბანკის მთავარი მიზანი ევროზონის ქვეყნებში ფასების სტაბილურობაა. ის ახორციელებს ევროს ემისიას და მართავს ევროკავშირის ოფიციალურ სავალუტო და არასავალუტო რეზერვებს. ევროპის ცენტრალური ბანკი ასევე პასუხისმგებელია ევროკავშირის საბანკო სისტემის სტაბილურობაზე. საჭიროების შემთხვევაში, ის დახმარებას უწევს კომერციულ ბანკებს.
ევროპის ცენტრალური ბანკის პოლიტიკას ნაკლები გავლენა აქვს ევროკავშირის წევრ იმ ქვეყნებში, სადაც ფულის ერთეული ევრო არ არის, ესენია: დანია, შვედეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, ხორვატია, რუმინეთი და ბულგარეთი.