რა არის ფედერალური სარეზერვო სისტემა?

რა არის ფედერალური სარეზერვო სისტემა?

ფედერალური სარეზერვო სისტემა (ინგლისურად Federal Reserve System (FED)) არის ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური საბანკო სისტემა, რომელიც მართავს ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას. სარეზერვო სისტემის მთავარი მიზანი ქვეყანაში ფასების სტაბილურობა, დასაქმების ზრდა, დაბალი საპროცენტო განაკვეთების შენარჩუნება და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ის ასევე ემსახურება აშშ-ის მთავრობის ფინანსურ ტრანზაქციებს.

ფედერალური სარეზერვო სისტემა 1913 წელს დაარსდა და 12 რეგიონული სარეზერვო ბანკისგან შედგება, რომლებიც აშშ-ის დიდ ქალაქებში მდებარეობენ და კომერციული (კერძო) ბანკების რეგულებას და ზედამხედველობას ახორციელებენ. სარეზერვო სისტემის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტი მონეტარული განაკვეთია, რომელსაც ის თავად ადგენს და გავლენა აქვს ქვეყანაში არსებულ სესხის საპროცენტო განაკვეთებზე. ამასთან ერთად, ის არის კომერციული ბანკებისთვის ფულის წყარო – ბოლო იმედის მსესხებელი.