რა არის ინკასო?

რა არის ინკასო?

ინკასო არის სახელმწიფოს მიერ ფიზიკური ან იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე წარმოდგენილი საგადასახადო დავალება, რომელიც სახელმწიფო ხაზინაში მოთხოვნილი თანხის გადარიცხვას გულისხმობს. ინკასოს იყენებენ ქვეყნების საგადასახადო ადმინისტრაციები. როდესაც კომპანიას საგადასახადო დავალიანება უგროვდება სახელმწიფოს მიმართ, მის საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხას ინკასო ედება, რის შედეგადაც თანხა მევალეს, ანუ სახელმწიფოს უნდა გადაერიცხოს. როდესაც ვალის ნებაყოფლობით დაბრუნების კანონით დადგენილი ვადა უშედეგოდ გადის, აღმასრულებელი შესაბამის საბანკო დაწესებულებას უგზავნის საინკასო დავალებას მოვალის საბანკო ანგარიშიდან მითითებული თანხის ჩამოჭრის შესახებ.

თუმცა ინკასო მხოლოდ საგადასახადო დავალიანებების დროს არ გვხვდება, უფრო ფართო გამოყენება აქვს. ის ერთგვარი საბანკო ოპერაციაა, რომლის მეშვეობით ბანკი თავისი კლიენტის დავალებით მის კუთვნილ ფულად სახსრებს იღებს მესამე პირებისგან ფასიანი ქაღალდებისა და სასაქონლო დოკუმენტების საფუძველზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *