რა არის კლირინგი?

რა არის კლირინგი?

კლირინგი (ინგლისურად Clearing) არის უნაღდო ანგარიშსწორების ფორმა, როდესაც კომპანიებს, ბანკებსა და სახელმწიფოებს შორის ურთიერთდავალიანების გადახდა, ჩათვლა ხორციელდება. კლირინგი გამოიყენება როგორც სავაჭრო, ასევე სხვა ოპერაციების დროს. თუ კლირინგის დროს მხარეების დავალიანება თანაბარი არ არის, განსხვავება ნაღდი ფულით იფარება.

კლირინგი სპეციალიზებული შუამავლების მეშვეობით ხორციელდება, რომლებსაც ძირითადად ბანკები წარმოადგენენ. კლირინგის უპირატესობა არის ის, რომ სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით ხდება ანგარიშსწორება. მცირდება ნაღდი ფულის მოძრაობა და მასთან დაკავშირებული ხარჯები.