ლოკაუტი (ინგლისურად Lockout) არის კომპანიის ან სხვა ორგანიზაციის მიერ საწარმოო პროცესის შეჩერება, ხელფასების გაცემის შეწყვეტა (შესაძლოა, კადრების დროებით დათხოვნაც), რათა დასაქმებულები დათანხმდნენ კომპანიის ხელმძღვანელობისგან შეთავაზებულ პირობებს. კონკრეტულად, რა დროს შეიძლება გამოცხადდეს ლოკაუტი და რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს, ამას ქვეყნების კანონმდებლობა არეგულირებს. ზოგ ქვეყანაში აკრძალულია ლოკაუტი გამოცხადდეს დასაქმებულების გაფიცვის საპასუხოდ. საქართველოს კანონმდებლობით, ლოკაუტი არ შეიძლება გაგრძელდეს 90 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს.
სხვა სიახლეები
- მსგავსი
- ავტორის სხვა სტატიები